საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1627
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.126
  • Word
1627
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
080.000.000.05.001.001.126
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999წ., მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 41-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვების �214-ე� შემდეგ დაემატოს სიტყვები �და 344-ე�, ხოლო სიტყვა �მუხლი� შეიცვალოს სიტყვით �მუხლებით�.

2. 293-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 293. ზღვის დაბინძურება

1. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების, სხვა ნარჩენის ანდა მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, �

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. ხმელეთიდან და საჰაერო ხომალდიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, �

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვლისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ სამყაროს, თევზის მარაგს ან წყლის სხვა ცოცხალ ორგანიზმს, დასვენების ზონას ანდა კანონით დაცულ სხვა სიკეთეს, �

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.�.

3. 296-ე და 300-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილების დისპოზიციებს ბოლოში დაემატოს სიტყვები �ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.�.

4. 344-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო ან/და საჰაერო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შენიშვნა: 1. ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშულის ნიშნები.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის სასჯელთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევით.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ����������������� ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1627�რს