“ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
“ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 14/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110721001, 21/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016023
  • Word
12
14/07/2011
ვებგვერდი, 110721001, 21/07/2011
300380000.16.009.016023
“ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომიისის

 დადგენილება12

2011 წლის 14 ივლისი

. ქუთაისი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების (სსმ III, 16.07.2009წ., 87, მუხლი 933) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება

1. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით, საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია კომისიას მიაწოდონ ყოველი წლის 15 აგვისტომდე.

2. კომისია უზრუნყველყოფს ყოველი წლის სექტემბერში ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებაში საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნერივი გაზის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

3. ის მიმწოდებელი, რომელიც ყოველი წლის 15 აგვისტომდე არ წარმოუდგენს კომისიას საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელ ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაციას, ვალდებულია, თავად უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება კომისიის მოთხოვნის შესაბამისად.

4. კომისიის მიერ საინფორმაციო საშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაცია საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) საცალო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი 1-ით დამტკიცებული ფორმით დადებაზე.

5. კომისია შესაბამის ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებას შეარჩევს ინფორმაციის გავრცელებისა და ამ მომსახურების მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                   გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრები              მ. ნადირაძე 

                                      ს. მესხი

                                      ზ. გაბელაია