,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725034, 25/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016281
  • Word
401
22/07/2011
ვებგვერდი, 110725034, 25/07/2011
010110000.08.002.016281
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №401

2011 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №131, მუხ. 1421) პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესშეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

გ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ზონებში თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ მიწის ნორმატიულ ფასს.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი