„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110726008, 26/07/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016163
  • Word
96
26/07/2011
ვებგვერდი, 110726008, 26/07/2011
040030000.22.027.016163
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 96

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) შეფასების სამსახური;“.

2. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ყადაღადადებული ქონების შეფასებას;

ბ) ყადაღადადებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;

გ) ყადაღადადებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან .

ზ. ადეიშვილი