„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110726013, 27/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016218
  • Word
411
26/07/2011
ვებგვერდი, 110726013, 27/07/2011
230210000.22.033.016218
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 411

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, 172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით. .

2. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, რომელიც წარმოადგენს A SYCUDA-ში დაშვებულ პირს, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:

ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;

ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს. .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე