დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1908 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 22/01/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.194 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 323-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „ხუთიდან ათ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ წლამდე“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „რვიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე“;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვები „ათიდან ჩვიდმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“;
დ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 324-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, ხოლო სიტყვები „რვიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ წლამდე“.
3. 324-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.
4. 324-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3241 მუხლი:
„მუხლი 3241. კიბერტერორიზმი
1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.
5. 327-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „ხუთიდან ათ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თორმეტ წლამდე“.
6. 328-ე მუხლში სიტყვები „შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ წლამდე“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი.
2002 წლის 28 დეკემბერი.
№1908–რს
დოკუმენტის კომენტარები