"ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110804010, 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016025
  • Word
14
03/08/2011
ვებგვერდი, 110804010, 09/08/2011
300380000.16.009.016025
"ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება  №14

2011 წლის        3  აგვისტო

ქ. ქუთაისი

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:   

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილებით დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში (სსმ, III, 16.07.2009წ., 87, მუხლი 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;“

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არ  გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობას და მხარეები ვერ შეთანხმდებიან მის გადახდის პირობებზე, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად. მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეთანხმდნენ სხვა ვადაზე და პირობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე იქნება მომხმარებლის თანხმობა.“

3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა)     დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;

ბ)    თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                                                                               გ.  ჩალაგაშვილი