„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110808042, 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016227
  • Word
428
08/08/2011
ვებგვერდი, 110808042, 09/08/2011
200090000.22.033.016227
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 428

2011 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის           2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 752 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში;“.

2. 752 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს იმ სავაჭრო ობიექტების ნუსხა, სადაც განხორციელდება ქვითრის გაცემა.“.

3. 752 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 753 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) სავაჭრო ობიექტების (სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს. სავაჭრო ობიექტების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან..

მუხლი 2. უფლებამოსილი გამყიდველი, რომელსაც 2011 წლის 18 ივლისამდე ქვითრის გაცემის უფლება მინიჭებული აქვს თითოეული სავაჭრო ობიექტის მიხედვით, უფლებამოსილია, ქვითარი გასცეს მის სარგებლობაში არსებულ სხვა სავაჭრო ობიექტებშიც.

მუხლი 3. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს აცნობოს სავაჭრო ობიექტების ნუსხა, სადაც გამოიყენებს ქვითრის გაცემის უფლებას. ზემოაღნიშნულ სავაჭრო ობიექტებში ქვითრის გაცემის უფლება უფლებამოსილ გამყიდველს ენიჭება შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან.

მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე