„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110825002, 25/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016236
  • Word
448
25/08/2011
ვებგვერდი, 110825002, 25/08/2011
200090000.22.033.016236
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 448

2011 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დღგ-ისგან გათავისუფლების მიზნებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულად ითვლება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის  შემოტანის შემდეგ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე