,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 147/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110829019, 30/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016184
  • Word
147/ნ
29/08/2011
ვებგვერდი, 110829019, 30/08/2011
430210000.22.022.016184
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №147/ნ

2011 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის  №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.  ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის  №30/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 250211, 25/02/2011) დამტკიცებულ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს  გრიფის მინიჭების წესში შეტანილ იქნეს  ცვლილება და წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „51” პუნქტი:

51. შემთანხმებელი კომისია უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების” მე-3 მუხლის „ზ” პუნქტის შესაბამისად ამავე ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება,  ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლისა და საფასურის გარეშე სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი