„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110905020, 06/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016238
  • Word
460
05/09/2011
ვებგვერდი, 110905020, 06/09/2011
200090000.22.033.016238
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 460

2011 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

    „მუხლი 391. გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირზე ცნობის გაცემის წესი

1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში ცნობა) (დანართი №II-082) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.

2. ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან:

ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქე;

გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

დ) მარტოხელა დედა;

ე) პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

ვ) პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

 ზ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), აგრეთვე ერთი ან ორშვილიანი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირი.

3. ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული.

4. დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას (დანართი №II-081) უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება (დანართი №II-083) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

5. დაქირავებულის თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ცნობის მისაღებად შესაძლებელია მიმართოს დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა). საგადასახადო ორგანოს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) წერილობითი მიმართვა წარედგინება დანართი №II-084 მიხედვით და მასში შეიტანება შესაბამისი დაქირავებული პირის (პირების) გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ხელმოწერები და აღნიშვნა ცნობის გამოყენების თაობაზე. ამასთან, თუ წერილობით მიმართვაში აღნიშნულ დაქირავებულ პირზე საგადასახადო ორგანოს მიერ უკვე გაცემულია ცნობა, მიმართვას უნდა დაერთოს შესაბამის დაქირავებულ პირზე გაცემული შეტყობინება (დანართი №II-083) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ დაქირავებულისთვის ცნობის მისაღებად საგადასახადო ორგანოზე წერილობითი მიმართვის შემთხვევაში ცნობა საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა სამი დღის ვადაში.

6. თუ დაქირავებული პირი აგრძელებს მუშაობას იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) მომდევნო საგადასახადო წლებში და სურვილი აქვს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი გაუვრცელდეს იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან), მაშინ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ახალი ცნობა არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) დაქირავებულ პირზე დანართი №II-083-ის მიხედვით გასცა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი, სადაც დაქირავებული მუშაობდა, ლიკვიდირებულია, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ დანართი №II-083-ის მიხედვით გაცემული შეტყობინების საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა სავალდებულო არ არის. ამასთან, თუ წინა დამქირავებლის ლიკვიდაცია განხორციელდა მიმდინარე საგადასახადო წელს, მაშინ ახალი ცნობის გაცემისათვის აუცილებელ მონაცემებს დაქირავებული პირის მიერ მიმდინარე საგადასახადო წლისათვის გამოყენებული შეღავათის თაობაზე მოიპოვებს თავად საგადასახადო ორგანო.

8. თუ დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან), რომელთანაც დაქირავებული პირის მიერ წარდგენილი იქნა ცნობა და სრულად ვერ იქნა გამოყენებული კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, ამასთან, ფიზიკურ პირს (დაქირავებულს) შესაბამისი საგადასახადო წლის მიხედვით გააჩნია სხვა დასაბეგრი შემოსავალი, მაშინ მას ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

9. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ახალი ცნობის წარდგენა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) სავალდებულო არ არის, უფლებამონაცვლე საწარმო/ორგანიზაცია (დამქირავებელი) საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულებისას ხელმძღვანელობს რეორგანიზაციამდე გაცემული ცნობის საფუძველზე.“.

 2. 391 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №II–081, №II–082, №II–083 და №II–084 დანართები:

 

დანართი №II–081

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ცნობის გაცემის თაობაზე

–––––––––––––––––––––––––––

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

დამქირავებლის:

დასახელება ----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირადი ნომერი

N

დაქირავებული პირის

ცნობის გაცემის

რიგითობა

შეტყობინების

N და თარიღი

20-- წლისათვის გამოყენებული

შეღავათი

(ლარი)

 

გვარი

სახელი

პირადი

 ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განმცხადებელი -----------------------------

                    (ხელმოწერა, თარიღი)

 დანართი №II–082

ც ნ ო ბ ა

გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№ ------- გაცემის თარიღი

                                                                            დამქირავებლის:

დასახელება ----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირადი ნომერი

 

დაქირავებული პირის

ცნობის გაცემის საფუძველი

მიმდინარე 20-- წლისათვის გამოყენებული შეღავათი

 (ლარი)

 

გვარი

სახელი

პირადი

 ნომერი

განცხადების

და თარიღი

შეტყობინების

და თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმძღვანელი –––––––––––––––––––– ––––––––––––

საგადასახადო ორგანოს დასახელება                                     სახელი, გვარი    ხელმოწერა

 ბ. ა.

 შენიშვნა: ცნობა არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულმა დამქირავებელს ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 დანართი №II–083

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

––––––––––––––––––––––––––––––––

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დამქირავებლის დასახელება, მისამართი,საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

გაცნობებთ, რომ დაქირავებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                    (ფიზიკური პირის სახელი, გვარი)

 ––––––––––––––––––––––––––––––– მიმართ ––––––––––––––––––––––––––––––– -დან

           (პირადი ნომერი)                                             (თარიღი)

 

შეწყდა ხელფასის სახით განაცემებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავაის გავრცელება.

მიმდინარე 20-- საგადასახადო წლის განმავლობში გამოყენებული შეღავათის თანხამ შეადგინა ––––––––––– ლარი

 

საწარმოს/ ორგანიზაციის

ხელმძღვანელი/ ინდივიდუალური მეწარმე

 -------------------------------

                                                                                                          (ხელმოწერა, თარიღი) 

დანართი №II-084

 ––––––––––––––––––––––––––––––––

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (დამქირავებლის დასახელება, მისამართი,საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

გაცნობებთ, რომ ჩვენთან დასაქმებული არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად უნდა გაუვრცელდეთ საგადასახადო შეღავათი.

გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნით, გთხოვთ მოგვცეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა, რისთვისაც წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა ნუსხას

 

 

N

დაქირავებული პირის სახელი, გვარი

დაქირავებული პირის

პირადი ნომერი

აღნიშვნა ცნობის გამოყენების თაობაზე

დაქირავებულის

ხელმოწერა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

საწარმოს/ ორგანიზაციის

ხელმძღვანელი/ ინდივიდუალური მეწარმე

                                                                                       ----------------------------

                                                                                       (ხელმოწერა, თარიღი)

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადახდის წყაროდან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებზე გასაცემი ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცებს შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №972 ბრძანება.

   მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე