„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012017, 13/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016540
  • Word
379
08/10/2011
ვებგვერდი, 111012017, 13/10/2011
430210000.10.003.016540
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი  სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი გა­ნათ­ლების დასა­ფი­ნანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფი­ნან­სური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუ­ჩ­ე­რის ოდენობის განსაზღვრის შესა­ხებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგე­ნი­ლ­ებაში (სსმ, 2010 წ., №168) შეტანილ იქ­ნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემ­დე­გი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული და­ფი­ნანსების გარ­­­ და, დამატებით, ყოველთვიურად გამოეყოფა და­ფი­ნან­სე­ბა:

ა) 75 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩა­ბა­რებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და „საჯარო სკო­ლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირო­ბ­ე­ბის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძა­ნებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ან­აზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ 51 მუხ­ლის საფუძველზე იღებს დანამატს;

ბ) 125 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენ­ის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

 გ) თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მას­წავ­ლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომ­­პიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადას­ტუ­რე­ბე­ლი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნის­ტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პრო­ფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძა­ნე­ბით განეკუთვნება შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნ­ა­რებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფი­კ­აციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, მოყვანი­ლი ფორ­მულის მიხედვით: X = 1000 ლარს – (A+B+C), სადაც:

X – საჯარო სკოლებისათვის , ამ დადგენილებით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი დაფინანსების გარ ­­­ და, დამატებით გამოსაყოფი თანხაა;

A – ამ დადგენილები ს პირველი მუხლის 71 პუნქტის „ა“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათვალისწინებული თანხაა;

B – ამ დადგენილები ს პირველი მუხლის 71 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქ­ტით გათვალისწინებული თანხაა;

C – „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდ­ენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქ­ტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავ­ლე­ბ­ელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინ­ს­ტრუქციის“ (გარდა 51 მუხლისა) შესაბამისად განსაზღვრული პე­და­გო­გის შრომის ანაზღაურებაა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური