„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 04/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 200130000.22.033.010531
  • Word
759
29/06/2007
სსმ, 95, 04/07/2007
200130000.22.033.010531
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.010.531

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №759

2007 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №176 ბრძანებით (სსმ III, 13.03.2007 წ., №33, მუხ. 397) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. 2007 წლის საგადასახადო პერიოდის მიხედვით ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარუდგენენ 2007 წლის 1 ივლისამდე, ხოლო საგადასახადო ორგანო აღნიშნული გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო მოთხოვნას წარუდგენს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.“.

3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო წლის 1 მაისამდე და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება, აღწერილობა, ღირებულება და შეღავათი (დანართი №3).“.

4. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. თუ ოჯახის ორ და ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს, უფლება აქვს წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია (დანართი №3), რომელშიც აისახება როგორც ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს, ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით, ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და მითითებულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება.“.

5 მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. საგადასახადო ინსპექცია, ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში ასახული მონაცემების საფუძველზე, გაიანგარიშებს და საგადასახადო წლის 1 ივლისამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგენს ,,საგადასახადო მოთხოვნას“ ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.“.

7. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო წლის 1 მაისამდე და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების (მსუბუქი ავტომობილის) დასახელება და აღწერილობა (დანართი №3).

3. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციას წარედგინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით.“.

8. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო წლის 1 მაისამდე და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება და აღწერილობა (დანართი №3).

3. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციას წარედგინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – ქონების ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით.“.

10. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და დასახლების დასახელება

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებების (სოფლების), მარნეული

57

31

2. ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი

52

27

3. რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი

51

27

4. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო

44

24

5. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი

43

22

6. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე – საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე – ავშიანისდასახლება, ლოტკინის დასახლებაში – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება

39

21

7. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია

38

20

8. საგარეჯო, ქარელი, ხაშური

36

20

9. ქურთა, წალკა

34

19

10. აბაშა, ზუგდიდი

34

18

11. ახალქალაქი, ახალციხე,

34

19

12. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი

33

17

13. ნინოწმინდა

33

17

14. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი

30

15

15. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი

28

15

16. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ

24

13

17. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი

22

12

18. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი

18

11

19. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა

17

9

20. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა

13

8

“.

12. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,10. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადს შესაბამის ტერი-ტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო წლის 1 მაისამდე და მასში ასახოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №3). ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებაში, უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია გამარტივებული ფორმით (დანართი №5);

ბ) ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელი (საწარმო, მეწარმე ფიზიკური პირი) ვალდებულია საგადასახადო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №1).“.

13. მე-9 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

14. მე-9 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,16. ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის კუთხით საგადასახადო ანგარიშგება (ერთიანი საოჯახო დეკლარირება) და გადასახადის ადმინისტრირება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესებით.“.

15. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტ) გაგრაში, გალში, გუდაუთაში, გულრიფში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ტყვარჩელში, ცხინვალში, ჯავაში, აგრეთვე ქურთის, ერედვისა და თიღვის თემებში, ავნევისა და ნულის სოფლებში არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი