დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3748 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 07/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111018012, 19/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016020 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №3748
2011 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბარათის შემოწმების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს შესამოწმებელ პერიოდში ბარათზე განხორციელებული დარიცხვა-ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას შესაბამისად დანართი №8 და დანართი №8ა ფორმების მიხედვით, რომელიც ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს პერიოდს ბოლო შემოწმებიდან შემოწმების დაწყების თარიღამდე ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.“;
ბ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. საქართველოს მთავრობის განკარგულებით დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ამ რეჟიმში მუშაობის პირობების ვადამდე შეწყვეტა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) გაყინვის პერიოდში;
ბ) გადავადების პერიოდში;
ა.ა) გაყინვის პერიოდში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობების შეწყვეტისას მოხდება გადასახადის სახეების მიხედვით რესტრუქტურიზებული თანხების აღდგენა (დარიცხვა). რესტრუქტურიზებული დავალიანების ძირითად თანხას რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან დაერიცხება საურავი, რაც შეეხება რესტრუქტურიზებულ სანქცია-საურავის თანხას, მას საურავი არ ერიცხება.
მაგალითი:
შპს „ელიტა“ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობდა 2009 წლის 2 ნოემბრიდან 5 წლით. (გაყინვის პერიოდი 2009 წლის 2 ნოემბრიდან 2011 წლის 2 ნოემბრამდე, გადავადების პერიოდი 2011 წლის 2 ნოემბრიდან 2014 წლის 2 ნოემბრამდე), რესტრუქტურიზებული დავალიანება გადასახადის სახეების მიხედვით 352.5 ათ. ლარია, მათ შორის ძირითადი – 260.3 ათ. ლარი, სანქცია-საურავი – 92.2 ათ. ლარი. საზოგადოება ვერ უზრუნველყოფდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების კუთხით კერძოდ: 2009 წლის 2 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიმდინარე გადასახდელების სახით დარიცხული 154.2 ათ. ლარიდან გადახდილია მხოლოდ 35.5 ათ. ლარი, რის გამოც გაყინვის პერიოდში (2011 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, პირობების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ვადამდე შეუწყდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები.
მოცემულ შემთხვევაში:
გადასახადის სახეების მიხედვით, მთლიანად აღსდგება (დაერიცხება) რესტრუქტურიზებული დავალიანება და ძირითად თანხას – 260.3 ათ. ლარს 2009 წლის 2 ნოემბრიდან დაერიცხება საურავი ყოველდღიურად 0.07 პროცენტის ოდენობით, რაც შეეხება სანქცია-საურავს, მას საურავი არ დაერიცხება.
ბ.ბ) გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობების შეწყვეტისას მოხდება გადასახადის სახეების მიხედვით აღსადგენად (დასარიცხად) დარჩენილი თანხების (ძირითადი, სანქცია-საურავი, სარგებელი) აღდგენა (დარიცხვა), რესტრუქტურიზებული დავალიანების აღდგენილ (დარიცხულ) და რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ძირითად თანხას რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან დაერიცხება საურავი, ხოლო სანქცია-საურავს და სარგებელს საურავი არ დაერიცხება.
მაგალითი:
შპს „ელიტა“ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობდა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 5 წლით. (გაყინვის პერიოდი 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი, გადავადების პერიოდი 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე). რესტრუქტურიზებული დავალიანება სარგებლის ჩათვლით 387.7 ათ. ლარია, მათ შორის ძირითადი – 260.3 ათ. ლარი, სანქცია-საურავი 92.2 ათ. ლარი, რომელსაც ემატება სარგებელი 35.2 ათ. ლარის ოდენობით. საზოგადოება ვერ უზრუნველყოფდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებისა და რესტრუქტურიზებული თანხების სრულად დაფარვის კუთხით, კერძოდ: 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიმდინარე გადასახდელების სახით დარიცხული 254.2 ათ. ლარიდან გადახდილია მხოლოდ 105.6 ათ. ლარი, რაც შეეხება რესტრუქტურიზებული თანხების დაფარვას სარგებლის ჩათვლით, გრაფიკით გათვალისწინებული 64.6 ათ. ლარიდან გადახდილია მხოლოდ 32.3 ათ. ლარი. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობის განკარგულებით საზოგადოებას ვადამდე შეუწყდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები.
მოცემულ შემთხვევაში:
სრულად აღსდგება (დაერიცხება) აღსადგენად (დასარიცხად) დარჩენილი თანხა 323.1 ათ. ლარი გადასახადის სახეების მიხედვით და რესტრუქტურიზებული დავალიანების აღდგენილ (დარიცხულ) ძირითადი თანხის გადაუხდელ ნაწილს რესტრუქტურიზაციის დაწყების პერიოდიდან 2008 წლის 1 ოქტომბრიდან დაერიცხება საურავი, ხოლო სანქცია-საურავს და სარგებელს საურავი არ დაერიცხება.“;
გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:
„22. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, პირადი აღრიცხვის ბარათებზე მოხდება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თარიღისათვის რიცხული საგადასახადო დავალიანების აღდგენა (დარიცხვა) გაკოტრების საქმისწარმოების პერიოდში ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან დავალიანების დასაფარავად მიმართული თანხების გათვალისწინებით გადასახადის სახეების მიხედვით. თუ გაკოტრების საქმისწარმოების პერიოდში არ მომხდარა ქონების რეალიზაციიდან დავალიანების დასაფარავად თანხების მიმართვა, აღდგება (დაერიცხება) ის თანხა, რაც ირიცხებოდა გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის თარიღისათვის. ხოლო რაც შეეხება საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებას, იგი მოხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის „საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა“ – და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესით“ განსაზღვრული პროცედურებით საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შემდეგ.
მაგალითი:
სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულია შპს „ელიტა“-ს გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის თარიღისათვის საგადასახადო დავალიანება ერიცხებოდა 452.2 ათ. ლარის ოდენობით, რომელიც გამიჯნული (შემცირებული) იყო გაკოტრების საქმისწარმოების პერიოდში. სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში:
პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება საგადასახადო დავალიანებათა აღდგენა (დარიცხვა) გადასახადის სახეების მიხედვით. გაკოტრების საქმისწარმოების პერიოდში ქონების რეალიზაციიდან დავალიანების დასაფარავად არ იქნა მიმართული და პირადი აღრიცხვის ბარათებზე სრულად აღდგება (დაერიცხება) საგადასახადო დავალიანება 452.2 ათ. ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებას, იგი განხორციელდება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ.“.
დ) დაემატოს დანართი №8ა თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გოთუა
| საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების/გაანგარიშებების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ | |||||||||||||||||||||||
| გადამხდელის დასახელება | გადამხდელის დასახელება | ს/კ | |||||||||||||||||||||
| ჩარიცხვები | დარიცხვები | ნაშთები | |||||||||||||||||||||
| თარიღი | მოსაკ | ბაჟი | აქციზი | დღგ | 3%-იანი | სანქცია | სულ | დეკლარ№ /ოქმის№ /განრიგის № | მოსაკ | ბაჟი | აქციზი | დღგ | 3%-იანი | სანქცია | სულ | მოსაკ | ბა-ჟი | აქცი-ზი | დღგ | 3%-იანი | სან-ქცია | სულ | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| ხელმძღვანელი: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები