,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/2091
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111018014, 21/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016117
  • Word
1-1/2091
17/10/2011
ვებგვერდი, 111018014, 21/10/2011
240140000.22.024.016117
,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2091

2011 წლის  17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის  №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილოებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის 1-1/2044 ბრძანებით (სსმ III, 29.12.2010, №170 მუხ. 2451) დამტკიცებული „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის

ა) მე-5 პუნქტის ბ-დ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) ლიკვიდაციის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მოგების გადასახადისა და ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციები;

) სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში შეაფასოს ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის მეშვეობით, რომლის გასამრჯელოს აანაზღაურებს საწარმო. აუდიტორის ან/და ექსპერტის კანდიდატურა და მისი გასამრჯელოს ოდენობა შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოსთან;

დ) საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები, ხოლო უცნობ კრედიტორებს და იმ კრედიტორებს, რომელთა მისამართი უცნობია, ლიკვიდაციის თაობაზე ინფორმაცია შეიძლება ეცნობოთ საჯარო განცხადებით; საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს (ლიკვიდატორს) შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.”;

ბ) მე-5 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საწარმოს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშს;

ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ვალის მოცულობასა და სტრუქტურას;

გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურას;

დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს;

ე) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს;

ვ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;

ზ) პირობებს, ქონების საბაზრო ღირებულებასა და ფორმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა;

თ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს;

ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს;

კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ.“.

2. მე-3 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რის თაობაზეც მარეგისტრირებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდგომ შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 10 დღის ვადაში. გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სალიკვიდციო საწარმოს სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) ლიკვიდატორის ვინაობა;

გ) კრედიტორების მოთხოვნების წარდგენის ვადა;

დ) ინფორმაცია მოთხოვნის წარმოდგენის წესის შესახებ.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პირველი აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ტარდება განმეორებითი აუქციონი..

3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ  გადაწყვეტილების რეგისტრაციდან 20 დღის ვადაში. თუ მოთხოვნის წარუდგენლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მაშინ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება აღნიშნული გარემოებების არსებობის ვადით. ამასთანავე, კრედიტორმა დაუძლეველი ძალის ამოწურვიდან 3 დღის განმავლობაში უნდა აცნობოს ლიკვიდატორს აღნიშნული გარემოებების შესახებ. ამ პუნქტში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნის განსაზღვრისა და წარდგენის მიმართ..

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე                                                                                                  ა. კეკელია