დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111024037, 24/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016264 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №549
2011 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ დ) პორტალის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ კონტროლის ზონაში (პორტალი, ტერმინალი, საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა , კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.“ .
3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ დ) უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 6. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 12 . ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 2 0 კალენდარულ დღე ს, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა – არა უმეტეს 45 კალენდარულ დღე ს.“.
5 . მე- 9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე პორტალიდან უკან დაბრუნებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;
ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში და საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;
დ) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
ე ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;
ვ ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);
თ ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
ი ) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიი დან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
კ ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ლ ) ორ მომიჯნავე კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;
მ ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტშ ი/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/ საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ნ ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.“.
6. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ ბ1 ) გაფორმების ეკონომიკური ზონა ;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებ ზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებ ზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა კონტროლის ზონაში გადატანამდე.“.
7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში, ტერმინალში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.“ .
8. მე-14 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქონლის დროებით შენახვისას, კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარა დგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად , გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საწყობის მფლობელის მიერაც.
1 1 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებუ ლი საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.“.
9. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საგადასახადო ორგანოს ან/და შესაბამისი საწყობის/ სათავსო ს მფლობელის ან/და გადამზიდველის ან/და საქონლის მიმღების მოთხოვნისამებრ, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სასაქონლო პარტიიდან ნებისმიერი ან ყველა ს ატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.“.
10. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შენახვისა .“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში დროებით შენახვისათვის მიღებისას საქონლის დანაკლისი არ აღემატება განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.“.
11. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წ ელ ს.“.
12. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 . პორტალში გაფორმებას ექვემდებარება:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „მტკვარი“) გადაადგილებული 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
კ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“.
13. მე-20 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლ ისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.“.
14. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.“.
15. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის :
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში – გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” და ამავე გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
16. 25-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გემის ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;“;
ბ) მე- 2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:
„გ.ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ ;“;
გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;“;
დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:
„ბ.გ) ორი ან მეტი საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;“.
17. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე ) ერთი პირის საწყობის (საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 2 00 000 ლარ ს;“;
ა.ბ) „ზ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ნებართვის მოქმედების ვადაზე ნაკლები;“;
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5 . იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვად აში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.“.
18. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმ დებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.“.
19. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XIV თავის დებულებები;“.
20. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე;“;
ბ) მე-10 და 10 1 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
10 1 . თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“ .
21. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.“.
22. 321 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია, ან თუ საქონელს არ დაუტოვებია საწყობის ტერიტორია და დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს (რაც დასტურდება საწყობის მიერ წარდგენილი ინფორმაციით) ან როდესაც საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, ან თუ დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა დეკლარაციაში;“.
23. 36-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამარტივებული დეკლარაციით (დანართი №VIII–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) საფოსტო გზავნილით გასატანი ან შემოსატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია ექსპორტის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
ნ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“;
ბ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარირების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი).“ .
24. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა) ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.“ .
25. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა.“ .
26. 52-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1. საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო დეკლარაციაში.“ .
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
27. 53-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1 “ ქვეპუნქტი:
„ბ 1 ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;“ .
28 . 54-ე მუხლს დაემატოს:
ა) შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საწყობიდან საქონლის გატანისას, საწყობი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დანაკლისის ოდენობის შესახებ, თუ დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს.“;
ბ) შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.“.
29. თავი XV ამოღებულ იქნეს.
30. 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;“.
31. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.“.
32. 71-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა.“.
33. 73-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები