ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 27/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
691
13/12/2000
სსმ, 50, 27/12/2000
0000.00.00.000000
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1341 მუხლში რიცხვი „2001“ შეიცვალოს რიცხვით „2002“.

2. 137-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 42-ე, 47-ე მუხლები და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“

II. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992, №21, მუხ.100) მე-7 პუნქტში რიცხვი „2001“ შეიცვალოს რიცხვით „2002“.

III. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 08.04.1998) 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი „2001“ შეიცვალოს რიცხვით „2002“.

IV. „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი, მუხ.160) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი

ამ კანონის მე-15 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-16 და მე-17 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2002 წლის 1 იანვრამდე.

V. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წ.) მე-60 მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი „2001“ შეიცვალოს რიცხვით „2002“.

VI. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 47-ე მუხლის პირველი და მეორე წინადადებები ჩაითვალოს პირველ პუნქტად, ხოლო მესამე წინადადება – მე-2 პუნქტად.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1541 მუხლი:

    მუხლი 1541

ამ კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“.

VII. „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №52(59), 1999 წელი, მუხ.253) XVII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„XVII. ამ კანონით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, ხოლო დაწესებული ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი (ოჯახი) იხდის სრული ოდენობით.“.

VIII. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 248-ე მუხლში რიცხვი „2001“ შეიცვალოს რიცხვით „2002“.

IX. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, 1996 წ.) 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70% მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30 % – სახელმწიფო საგზაო ფონდში.“.

X. „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 1996) მე-9 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფას ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

XI. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ. 692) დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

    მუხლი 231. შეღავათების გავრცელების ვადა

მე-9 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“.

XII. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 დეკემბერი.

№691–რს