დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031006, 03/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.32.057.016065 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №44
2011 წლის 25 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის № 49 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 (სსმ III, 17.12.2010, №165, მუხ. 2352) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) საშტატო ერთეულით.“;
ბ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სპორტის განყოფილება;
ბ) ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
გ) ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.“;
გ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, ან მის მიერ უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილის არყოფნისას, ან მათ მიერ უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მოქმედი მოადგილე.’’;
დ) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზება და საარქივო დოკუმენტაციის წარმოება, შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და კონტროლი;
ბ) დეპარტამენტში საკადრო საქმის ორგანიზება;
გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დამტკიცებული ანგარიშის ფორმების დროული წარდგენა;
თ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ი) დეპარტამენტში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები