„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111108009, 09/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016266
  • Word
565
08/11/2011
ვებგვერდი, 111108009, 09/11/2011
230210000.22.033.016266
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 565

2011 წლის  8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის  მე-18 მუხლის:

1. პირველი პუნქტის:

 ა) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:

დ.ბ.ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი,3 ;

დ.ბ.ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);

დ.ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ;

ბ) „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ.ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:

დ.ვ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 ;

დ.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის). .

2. მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. ( გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება)“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 19 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე