საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5201-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.016462
  • Word
5201-IIს
08/11/2011
ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011
140120000.05.001.016462
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვის და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.“.

3. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31პუნქტი:

31. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი თავისუფლდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან.“.

4. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„გ1) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ მოთხოვნებს;“;

ა.გ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ, შეიძინონ მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის;

დ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.“;

დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით (გარდა მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.“;

ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისათვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე; ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.“.

5. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

6. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული წესით მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არა უმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს;“.

7. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ნადირობის მიზნით საქართველოში შემოიტანოს და საქართველოდან გაიტანოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღების გარეშე.“.

8. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობ მიზნით, დროებით (მაგრამ არა უმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ფიზიკური პირებისათვის ცეცხლსასროლი იარაღის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“−„მ3 ქვეპუნქტები:

„მ1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

2) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;“;

ბ) „1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მოტოციკლის, მისაბმელის ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა – 25 ლარი;“;

ბ) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:

„ზ2) მისაბმელის ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დადგენილი ნიმუშის ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, ან რომლის ლათინური შრიფტის ორი ასო ან/და სამი ციფრი შეადგენს პირისათვის სასურველ კომბინაცი, – 200 ლარი;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი;“;

დ) „1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „2“ და „3“ ქვეპუნქტები:

„ლ2) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;

3) ამ მუხლის 2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;“;

ე) „4ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 ქვეპუნქტი:

5) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;“;

ვ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“−„3“ ქვეპუნქტები:

„ო1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;

2) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი;

3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 20 ლარი;“;

ზ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20−22-ე პუნქტები:

„20. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

21. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

22. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო3 ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემი ინფორმაციის ნუსხასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი:

1) ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა 2 სამუშაო დღე;“;

ბ) „2“ ქვეპუნქტი:

2) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“;

გ) „კ1“ ქვეპუნქტი:

1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო11−„ო3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;“.

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:

ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;

ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.“.

მუხლი 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 16.07.2010, მუხ. 228) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იარაღის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება.“.

მუხლი 4. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 ნაწილები:

„4. ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახე (ნადირობა) შეიძლება განხორციელდეს ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტით ნადირობა დაშვებულია:

ა) ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტში, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე და ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეში.

6. ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

2. 116-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) 2012 წლის 1 აგვისტომდე გამოცემულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“.“.

მუხლი 5. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს და საარსებო პირობების გაუარესება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, გარდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებზე.“.

4. მე-19 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული  ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების  (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შემთხვევები  

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების (გარდა ტყვეობაში გამრავლებულისა) მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) დასაშვები ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა, დასაშვებია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) მათი გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესს ამტკიცებს ბუნებრივი რესურსების სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“.

4. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში.“.

7. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას;

ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტები:

„ზ) თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;

თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;

ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.“;

ბ) 211−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობით თანხმობას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.

23. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.“.

9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.“.

10. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 34-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“.“.

13. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2012 წლის 1 აგვისტომდე გამოცემულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“.“.

მუხლი 6. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა);

ბ) ტყის ფონდის მერქნული რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

გ) მცენარეთა არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების) მოცულობა (რაოდენობა);

დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა).“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

 

სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი

 

 

ზომის ერთეული

მოსაკრებლის ოდენობა ლარებში

საწვავი და ენერგორესურსები:

ა) ნავთობი

ბ) გაზი

გ) ნახშირი

დ) ტორფი და საპრობელები

 

1 ტონა

1000 მ3

1 ტონა

1 ტონა

 

21

2

1

0.7

შავი ლითონები:

 

 

ა) რკინა

ბ) მანგანუმი

1 ტონა/1%-იანი შემცველობით

 

 

 

 

0.008

0.012

ფერადი ლითონები:

ა) სპილენძი

ბ) ტყვია

გ) თუთია

დ) ანთიმონიტი

 

ე) კადმიუმი

ვ) ალუმინი

ზ) ნიკელი

თ) კალა

ი) სტრონციუმი და სხვა

 

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა/1%-იანი შემცველობით

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

 

 

255.31

37

90

0.09

 

800000

104

450

400

0.8

 

კეთილშობილი ლითონები:

ა) ოქრო

ბ) პლატინოიდები

გ) ვერცხლი

1 გრამი

 

3

1.3

0.03

იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და იშვიათ მიწათა ელემენტები

 

1 გრამი

 

 

1.5

 

 

სამთო-ქიმიური ნედლეული:

ა) ანდეზიტი

ბ) ბარიტი

გ) კალციტი

დ) ბენტონიტური თიხები

ე) ვერცხლისწყალი

 

ვ) დარიშხანი

ზ) გოგირდი

თ) დიატომიტი და სხვა

 

1 მ3

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა/1%-იანი შემცველობით

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

 

0.6

1.8

1.2

3.6

0.14

 

20

2

6

არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით:

ა) დოლომიტი

ბ) ცეცხლგამძლე თიხები

გ) საფლუსე კირქვები

დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის

ე) მინერალური პიგმენტები

ვ) ტალკი

ზ) ცეოლითი

თ) კაოლინი

ი) ტრაქიტი

კ) პეგმატიტი

ლ) კირქვა კირის წარმოებისათვის

მ) გრაფიტი

ნ) საყალიბე-საფლუსე თიხები

ო) კერამიკული თიხები

პ) ბუნებრივი ცარცის ქვა

ჟ) საფორმე ქვიშები

რ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა

 

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 მ3

1 მ3

 

 

0.5

1

0.5

1.5

200

1

1

4.0

0.3

0.3

0.15

8

0.3

0.2

0.1

0.3

2

ძვირფასი ქვები

1 კარატი

1

საიუველირო ნახევრადძვირფასი ქვები (აკვამარინი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, მთის ბროლი და სხვა)

 

საიუველირო-სანაკეთობო ქვები (აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ქარვა, გიშერი, ლაზურიტი და სხვა)

 

იასპი (ეშმი)

1 კილოგრამი

 

 

1 კილოგრამი

 

 

 

1 გრამი

0.25

 

 

0.15

 

 

 

0.05

საშენი მასალები:

ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა, თიხამიწა, სპონგოლიტი)

ბ) თაბაშირი

გ) გაჯი

დ) პერლიტი

ე) ხრეში, ქვიშა

ვ) სააგურე თიხები

ზ) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო, ტეშენიტი, ბაზალტი, ტუფი, მარმარილო)

თ) საღორღე ნედლეული

ი) სხვა საშენი მასალები

 

1 ტონა

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 მ3

 

1 მ3

1 მ3

1 მ3

1 მ3

 

0.14

 

0.7

1.0

8

0.2

 

0.35

 

1.0

0.4

0.7

სასმელ-სამკურნალო და ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყლები, გარდა ამ პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა

1 მ3

 

3

სამკურნალო ტალახი

1 ტონა

1

გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლები

1 მ3

 

0.04

მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლების გამოყენება,

ტემპერატურით:

 400C600C

 600C800C

 800C−1000C

 1000C-ზე მეტი

1 მ3

 

 

 

 

0.03

0.05

0.06

0.08

მიწისქვეშა მტკნარი წყლები:

ა) მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენება

ბ) მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა სამეწარმეო მიზნით გამოყენება

1 მ3

 

 

4

 

0.005

მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები

1 ტონა

0.2

სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები

1 ტონა

0.18

შენიშვნა: პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიერ პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება არ ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი წყლებისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდას;

ბ) „ბორჯომის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე 10 ლართ;

გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე 6 ლარით;

დ) „საირმის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე 6 ლარით;

ე) „უწერის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე 4 ლარით;

ვ) ნახშირორჟანგისთვის (გაზი CO2), 1 ტონაზე20 ლარით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

 

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები

(ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით)

მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის ერთ ტონაზე) ლარებში

I ჯგუფი (დათვი)

1700

II ჯგუფი (გარეული ღორი)

100

III ჯგუფი:

) შველი

) ირემი

 

500

1700

IV ჯგუფი (მგელი)

100

V ჯგუფი:

) ტურა

) მელა

) მაჩვი

) კვერნა

) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია

) ტყის კატა

 

15

50

20

20

1

10

VI ჯგუფი (კურდღელი)

2

VII ჯგუფი:

) ჯიხვი

) არჩვი

) შურთხი

დ) ნიამორი

 

1700

1350

220

8350

VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები)

2

IX ჯგუფი (ხოხობი)

15

X ჯგუფი:

) კაკაბი, გარეული ბატი

) გარეული იხვი

გ) დურაჯი

დ) გნოლი

ე) როჭო

 

4

1

1

1

1

XI ჯგუფი (სხვა ფრინველები)

1

XII ჯგუფი (ქაფშია)

25

XIII ჯგუფი:

) ქარსალა

) მერლანგი

) ხონთქარა

) ქაშაყი, პელამი, სამარიდა, სარღანი

) ლუფარი

) სკუმბრია, სარდინი, სტავრიდა

) ფარგა

) სამარისი

 

10

15

40

40

30

20

50

40

XIV ჯგუფი:

) კეფალი, წვერა, ციმორი, მურწა

) შამაია

) ლოქო

 

120

90

60

XV ჯგუფი:

) თეთრი ამური, სქელშუბლა

) ტობი

 

40

50

XVI ჯგუფი:

) კობრი

) ჭერეხი

) კაპარჭინა

) ნაფოტა

) ქარიყლაპია

 

40

70

30

10

10

XVII ჯგუფი (სიგა, პელიადი, ჭაფალა)

15

XVIII ჯგუფი (კატრანი)

80

XIX ჯგუფი:

) მდინარის კალმახი, ტბის კალმახი

) ორაგულისებრნი

 

200

525

XX ჯგუფი (ზუთხისებრნი)

3000

XXI ჯგუფი:

) რაპანი

) მიდია

 

6

8

XXII ჯგუფი:

) ხრამული

) ქაშაყი

) კარჩხანა (კარასი)

) ღორჯო

) ჭანარი

) მცირე ვიმბა

) კამბალა, კალკანი

 

50

5

5

5

50

15

40

XXIII ჯგუფი:

) ზღვის კატა

) ზღვის ენა

) ზღვის მელა

) ვარსკვლავთმრიცხველი

 

30

30

30

 40

4. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

 „ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტით სარგებლობისათვის − ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის მიღების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა).“.

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რესურსების უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.“.

მუხლი 7. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 8. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბუნების ძეგლი შედის სახელმწიფო ნაკრძალის ან ეროვნული პარკის შემადგენლობაში.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აღკვეთილში დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. დაცულ ლანდშაფტში დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“.

მუხლი 9. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრული სახეობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით.“.

მუხლი 10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 301-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, აგრეთვე უკანონო ნადირობა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტზე −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

მუხლი 11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 853 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების  საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან  მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა  ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი  დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს  დარღვევა, ანდა ამ ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი  გარემოდან ამოღება) მოპოვების უფლების  დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ პირობათა  დარღვევით, მათი უკანონო ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) მოპოვების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი უკანონო ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.“.

2. 891 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ლარამდე.“.

 3. 892 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“.

    მუხლი 12. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5201II