„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111116015, 16/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016271
  • Word
583
16/11/2011
ვებგვერდი, 111116015, 16/11/2011
230210000.22.033.016271
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 583

2011 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის                        31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნტქი ამოღებულ იქნეს.

2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

„თავი VIII1

სპეციალური სატვირთო დეკლარაცია

    მუხლი 371. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის გამოყენება

1. სპეციალური სატვირთო დეკლარაციით (დანართი №VIII1–01) შესაძლებელია გაფორმდეს:

ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ან საავტომობილო ტრანსპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში.

2. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია არ გამოიყენება:

ა) აქციზურ საქონელზე, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთისა;

ბ) სეს ესნ-ის 86, 87, 88, 89 და 93 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა ავტონაწილებისა;

გ) საქონელზე, რომელიც შემოტანილია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;

დ) საქონელზე, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.

3. ერთი სპეციალური სატვირთო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით, ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია 10-ზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.

5. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-6 და მე-7 გრაფები.

6. სპეციალურ სატვირთო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი.

7. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და ელექტრონულადვე მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.

8. სპეციალურ სატვირთო დეკლარაციას ელექტრონულად უნდა დაერთოს:

ა) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები (საჭიროების შემთხვევაში);

გ) სატრანსპორტო დოკუმენტი (ზედდებული) ან მისი ასლი.

9. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსების დასრულებისას, დეკლარაციის შემვსები არეგისტრირებს დეკლარაციის შევსების ფაქტს სისტემაში და დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება რეგისტრაციის C ნომერი, რის შემდეგაც, დეკლარირებული საქონლის მონაცემების სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სპეციალური სატვირთო დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, შესაძლებელია მიიღოს:

ა) გაფორმების დეპარტამენტის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;

ბ) გეზ-ის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;

გ) გეზ-ის სამმართველოს უფროსმა/განყოფილების უფროსმა;

დ) შემოსავლების სამსახურის/გაფორმების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულმა პირებმა.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.

12. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.

13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხკოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

    მუხლი 372. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსება

სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ხოლო მუქი ფერით მონიშნული უჯრები არ ივსება, ამასთან:

) მე-5 გრაფაში მიეთითება დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის შესაბამისად, აგრეთვე მიეთითება აღრიცხვის მოწმობის ნომერი ან/და ავიაზედნადების ნომერი;

) მე-6 გრაფის სვეტებში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:

.) 6.1 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაშიამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;

..) 6.2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;

ბ.გ) 6.3 სვეტის უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია სეს ესნ-ის შესაბამისად, ხოლო იმპორტის გადასახადის დარიცხვის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების, აქციზური საქონლის ან სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;

) მე-7 გრაფაში მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულება და გადასახდელები, კერძოდ, გრაფის:

.) 7.1 სვეტის – „საქონლის ღირებულება“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება;

გ.ბ) 7.4 სვეტის – „კორექ. კოეფიციენტი“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის სატარიფო ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი;

გ.გ) 7.5 სვეტის – „შესამცირებელი თანხა“ – უჯრები ივსება კანონმდებლობით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების შემცირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულების შესამცირებელი თანხის ოდენობა.

.) 7.7 სვეტის – „შეღავათები“ – შესაბამის უჯრაში მიეთითება:

..)    ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;

..) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;

..) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან განთავისუფლება;

..) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან განთავისუფლება;

დ) მე-8 გრაფაში დეკლარანტი (იმპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს მატერიალური ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით;

ე) ე-9 გრაფა ივსება გადასახადის სახეების მიხედვით, საბიუჯეტო შემოსულობათა შესაბამისი სახაზინო კოდების მითითებით;

) მე-10 გრაფაივსება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, ამასთან, თუ გასაფორმებლად წარდგენილია საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, აღნიშნული გრაფის დასახელების გასწვრივ არსებულ უჯრაში მიეთითება ციფრი „1“;

ზ) მე-11 გრაფაში აღინიშნება:

ზ.ა) შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი (შეფასების ნომერთან ერთად, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი, რაც ნიშნავს საქონლის გაშვებას), კერძოდ:

ზ.ა.ა) დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება A ნომერი;

ზ.ა.ბ) დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას A ნომერი ენიჭება გაფორმების ორგანოს მიერ დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით;

ზ.ბ) მომსახურების საფასურის თანხა;

ზ.გ) იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის ზღვრული ვადა.“.

3. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციით;“.

 4.ინსტრუქციას დაემატოს დანართი №VIII1–01 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

 

 

დანართი №VIII1–01