„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 16/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111117010, 21/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016030
  • Word
19
16/11/2011
ვებგვერდი, 111117010, 21/11/2011
300280000.16.009.016030
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №19

2011 წლის 16 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).“;

ბ) მე-13 მუხლის:

ბ.ა)    მე-2 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურე­ბის ერთიანი რეესტრი ასახავს ამ წესებითა და შესაბა­მისი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებელთა ელექტროენერგიით მო­მარა­გების შესახებ წერილობით, ელექტრონულ, ზეპირ და ტელე­ფონით განცხადებაზე რეაგირებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას.“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. შესაბამის ჟურნალში ინფორმაციის შეტანის საფუძველს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის წერილო­ბითი, ელექტრონული, სატელეფონო ან ზეპირი განცხადება. განაწი­ლების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის გან­ცხა­დებას მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა. განცხადების საიდენ­ტიფიკაციო ნომერი განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, განცხადების მიღებისთანავე.

გ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 26. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.

2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების 26-ე და 261 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება. აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.

4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26-ე და 261 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა, ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევისა).

5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა.

6. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №4).

7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.

8. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და ელექტრომომარაგებასთან.

9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220კვ., 0,380კვ. და 6/10კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს:

ა)  იმ დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას;

ბ)  არსებული გამანაწილებელი ქსელიდან:

ბ.ა)    0,4 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში 800 მ. რადიუსში;

ბ.ბ)   6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში - 6 კმ.-ის რადიუსში.

11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):

ა)  აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა ამ წესების 261 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ)  მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე, სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.

12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) განსაზღვრულ უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი სიმძლავრის ოდენობის შესაბამისად.

13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.

14. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.“.

)     26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

    „მუხლი 261. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები

1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 26-ე და 261 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე),ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.

3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.

5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის,  თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით) ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.

6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

7. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა ცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით (წერილობით ან ელექტრონულად), რათა მოხდეს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეული განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

8. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება      50%-ით. ხოლო განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების მსურველის (განმცხადებლის) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნულ მიერთებაზე გავრცელდეს, განსაზღვრულ ვადაში გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 50%-ით შემცირებული საფასური (ამ შემთხვევაზე გადაწყვეტილება იღებს კომისი მიერთების მსურველის სათანადო მოთხოვნის საფუძველზე). შესაბამისად, თუ ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური პირს უკვე გადახდილი აქვს, ზედმეტად გადახდილი თანხა განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაუბრუნგანმცხადებელს ამ გარემოების დადგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

9. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას 500 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5000 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.

10. თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების წერტილს;

ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;

გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).

11. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ელექტრული ქსელის) მიერთების შემთხვევაში, ასევე, ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა)ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვისას, არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამის საფეხურის ძაბვაზე;

ბ)არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;

გ)მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების კუთვნილი ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მოთხოვნის პირობის შესაბამისად.

12. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.“

ე) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა

1. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ.

2. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა)  თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის გამანაწილებელ ქსელზე, ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური, რომელსაც აკლდება ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;

ბ)  თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:

ბ.ა)    მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ–ებზე;

ბ.ბ)   მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

3. თუ 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა და ამ მომხმარებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება.

4. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.“.

2.  დადგენილების მე-2 პუნქტ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ქვეპუნქტ:

„დ)    „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №4)“.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „“ და „დ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიერთების მსურველს წერილობით ფორმით მოთხოვნილი ჰქონდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთება ან მის მიერ გადახდილ იქნა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური (ან წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმებულ იქნა მიერთების საფასურის საავანსო ან/და ეტაპობრივი გადახდის პირობები), დადებული იყო გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხელშეკრულება მიერთების მსურველს (განმცხადებელს) და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის, ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევებზე ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (მათ შორის,  ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესებითა და პირობებით.

მუხლი 3. „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის 21 დადგენილება (სსმ III, 22.09.2008, 140 მუხ.1382) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თავმჯდომარე                             გ. ჩალაგაშვილი

დანართი 4

0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

ძაბვის

საფეხური, კვ


სიმძლავრე
, კვტ

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა
(კალენდარული დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ- ჩათვლით,

ლარი

0.220

1-10

35

400

0.380

1-10

35

1200

11-30

40

4700

31-50

40

7000

51-80

45

10500

81-100

45

12000

101-125

45

14000

126-200

45

21500

201-320

60

33000

321-500

60

50500

501-800

90

80000

801-1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

500-1000

90

94000

1001-1500

90

137000

1501-2000

90

177000

2001-3000

90

257500

3001-5000

90

416000

 

ბ. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასური 50 %-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).

2. როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადით მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო ქსელის გაყვანა (მშენებლობა) არ საჭიროებს რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებას, ასეთ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება 0,220 და 0,380კვ. ძაბვაზე – 20 დღით, ხოლო 6/10 ძაბვის საფეხურზე - 40 დღით (აღნიშნულის შესახებ მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უნდა ეცნობოს განაცხადის სრულყოფილების დადგენის შესახებ შეტყობინებასთან ერთად, განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად).