საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 845
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 30/04/2001
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.911
  • Word
845
10/04/2001
სსმ, 11, 30/04/2001
080.000.000.05.001.000.911
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 1999 წ., მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3421 მუხლი:

    მუხლი 3421. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა

სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

2. 378-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „ანდა“ შეიცვალოს სიტყვით „ან“, ხოლო ამავე ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 10 აპრილი.

N845–I