დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111209019, 13/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016278 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №605
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-100 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ.
3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება.“.
2. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. შესაძლებელია სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის შესაბამისად.“.
3. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით
1. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 103-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი №XXIV-02-ის შესაბამისად.
3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.
4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.“.
4. 102-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1021 და 1022 მუხლები:
„მუხლი 1021. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე
1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.
მუხლი 1022. განადგურების ღონისძიების პროცედურები
1. საქონლის განადგურების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–01).
3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.“.
6. 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:
ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.
3. საქონლის განადგურება ხორციელდება პორტალის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.“.
7. დანართი №XXIV–01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
8. ინსტრუქციას დაემატოს დანართი №XXIV–02 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
„დანართი №XXIV–01
| საქონლის განადგურების ოქმი № | ||
| ა) საქონლის დასახელება და რაოდენობა | ბ) ნარჩენებისა და ჯართის დასახელება და რაოდენობა
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
| გ) განადგურების ხერხი ----------------------------- | დ) განადგურების ადგილი და თარიღი ----------------------------------------------
| |
| ე) ზოგადი დეკლარირების ან სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები -----------------------------------------------------------------------------------------------------------
| ||
| ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი -------------------------------------- ------------------------------------- -------------------------------------
| ზ) დეკლარანტი ------------------------------ “. | |
დანართი №XXIV–02
განცხადება
სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების შესახებ
| 1 |
(დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ტელეფონი/ელ.ფოსტა, იურიდიული მისამართი)
| 2 |
(საქონლის დასახელება და რაოდენობა ციფრებით და სიტყვიერად)
| 3 |
(საქონლის განთავსების ადგილი)
საქონლის განადგურება ხორციელდება:
| 4 |
(საქონლის განადგურების ხერხი)
| 5 |
(საქონლის განადგურების ადგილი)
საქონლის განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენები:
| 6 |
(დასახელება)
| 7 |
(შემდგომი გამოყენების განზრახვა)
გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქონლის განადგურების შესახებ
| 8 |
(დეკლარანტი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: დეკლარანტს უფლება აქვს, განცხადებას დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები