„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 996
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111209022, 09/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016071
  • Word
996
09/12/2011
ვებგვერდი, 111209022, 09/12/2011
310150000.22.034.016071
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №996

2011 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლს 90-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 91-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„91. თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების ნაწილზე პირის საკუთრება.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დაზუსტებული/დადგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვას.“;

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 მუხლი:

     „მუხლი 81.

1. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც:

ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა;

ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);

გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეცვლილ (დაყენებულ) მონაკვეთზე დატანილია სხვა ნომერი, იგი უქმდება, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით „X“ სიმბოლოების დასმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:

ა) შეცვლილ (დაყენებულ) ნომრიან აგრეგატს გააჩნია ნომერი, იგი დამატებით აისახება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერებში;

ბ) შეცვლილ (დაყენებულ) ნომრიან აგრეგატზე დატანილია სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი), განხორციელდება მისი შენიშვნის სახით აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში და გაუქმდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით „X“ სიმბოლოების დასმით;

გ) შეცვლილ (მოხსნილი) ნომრიან აგრეგატზე ქარხანა-დამამზადებელი არ ითვალისწინებდა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრის გზით დატანას, მის სანაცვლოდ დაყენებულ შეცვლილ ნომრიან აგრეგატზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება.

4. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, სააგენტოს ან/და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) გამოკვლევის და დადგენის (დაზუსტების) საფუძველზე.

5. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის დანართი 9 განსაზღვრული ფორმით.

6. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის ადგილს განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელი.

7. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა ცნობა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის შესახებ.

8. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე ან წარმოდგენილი არ იქნა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებაზე, დათვალიერებაზე და რეგისტრაციაზე.

10. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ არსებობს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის/დაზუსტების თაობაზე;

ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად ვერ დგინდება საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);

გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის განხორციელებაზე;

დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) გადახდილი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური;

თ) ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესაბამისი მარკის და მოდელის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვალისწინებული არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრვის გზით დატანა;

ი) არსებობოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.“.

3. მე-15 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი, მოთხოვნის და თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მომართვის შემთხვევაში, რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში აღირიცხება თანამესაკუთრედ, ხოლო გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა არ გაიცემა. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში თანამესაკუთრის აღრიცხვისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულო არ არის.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი

 

დანართი 9

 

vin bolo