„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 08/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212028, 13/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016032
  • Word
21
08/12/2011
ვებგვერდი, 111212028, 13/12/2011
300380000.16.009.016032
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №21

2011 წლის  8   დეკემბერი

ქ. ქუთაისი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის № 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1.ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 16.07.2009,  №87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არ  გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობას, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ მისი გადახდის პირობებზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვალდებული არიან დაადგინონ დავალიანების გადახდის ის პირობები, რომლებიც გამომდინარეობენ კომისიის მოთხოვნიდან“.

2. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მოქმედება განაწილების ლიცენზიატებისათვის განისაზღვროს 2013 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                                                                                                     გ. ჩალაგაშვილი