საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 891
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 11/06/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.921
  • Word
891
25/05/2001
სსმ, 15, 11/06/2001
230.000.000.05.001.000.921
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 75-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები:

,,ან ჩაეთვლება გადასახდელების გადამხდელს საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშში".

2. 86-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს წინადადება ,,(გარდა 23-ე თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“.

3. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეკლარანტი შეიძლება იყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან საბაჟო ბროკერი.".

4. 88-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ). უზრუნველყოს საბაჟო გადასახდელების გადახდა;“.

5. 111-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,ექვემდებარება დეკლარირებასა და საბაჟო მოსაკრებლების გადახდას".

6. 114-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვა „გაფორმების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,გაფორმებისათვის საჭირო“;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „გირაო“ შეიცვალოს სიტყვებით „საბანკო გარანტია“;

გ) მე-7 ნაწილში სიტყვა „განცხადების“ შეიცვალოს სიტყვით „ლიცენზიის“.

7.    115-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „გაფორმების“ შეიცვალოს სიტყვებით „გაფორმებისათვის საჭირო“, ხოლო მე-2 ნაწილში – სიტყვებით „გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების“.

8. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვების „სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სახმელეთო“, ხოლო წინადადება „(გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“ შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:

„გარდა:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მილსადენი ტრანსპორტის საშუალებით ან/და ელექტროგადამცემი ხაზებით გადასაადგილებელი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, თუ ამ საშუალებებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი არ გადაიზიდება;“.

9. 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „გირაო“ შეიცვალოს სიტყვებით „საბანკო გარანტია“, ხოლო მე-6 ნაწილში  სიტყვა „განცხადების“ – სიტყვით „ლიცენზიის“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 25 მაისი.

N891-Iს