დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-62/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111219001, 19/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016105 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-62/ნ
2011 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების (სსმ III, 10.04.2009, №45, მუხ. 509 ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა” შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს 2012 წლის 1 სექტემბრამდე უფლება აქვს, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მზადება შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში მინიჭებული კვოტის ზემოთ.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულებამ/უმაღლესმა სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს და ამ პროგრამის ფარგლებში გასატარებელ რეზიდენტთა/ მაძიებელთა რაოდენობა (ლიმიტი /კვოტა).“.
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების/ მემორანდუმის ასლი (ასლები).“.
გ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები/ სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ი ასლ(ებ)ი.“.
დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე მოდული უნდა განხორციელდეს/ხორციელდება სხვადასხვა საექიმო სპეციალობის პროგრამის ფარგლებში – კონკრეტული მოდულის განხორციელების წლიური გეგმა-გრაფიკი (ვადებისა და არსებული/საძიებელი ლიმიტის (კვოტის) გათვალისწინებით).“.
3. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 31 პუნქტი.
4. მე-7 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენა საბჭოში სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის აკრედიტაციის მინიჭებიდან /ლიმიტის (კვოტის) შეცვლიდან გასულია 6 თვე.“.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრა ხორციელდება იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული აქვს მას აკრედიტაცია.“.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების შედეგად სააგენტოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების და/ან რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) შეცვლის შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე, თუ დაწესებულებამ/ სასწავლებელმა დაარღვია აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური ლიმიტი (კვოტა).“.
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლის მოქმედება 2012 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებზე/სასწავლებლებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ აკრედიტაცია თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ონკოლოგიური, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიური, ნევროლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ფსიქიატრიული, რადიოლოგიური პროფილის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების განხორციელებისათვის.“.
5. დანართის 2.1-ის (სამედიცინო დაწესებულებებისა ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარი) „II“ პუნქტი („კლინიკური რესურსი“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„II. კლინიკური რესურსი
| სამედიცინო საქმიანობების ჩამონათვალი (დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკური ბაზების ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებების/სასწავლებლებისა და შესაბამისი საქმიანობების მითითებით) |
|
|
| ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი |
|
|
| სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი |
|
|
| ამბულატორიულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სეტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი) |
| პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით |
| სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სეტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი) |
| პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით |
| სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლებლის საერთო რაოდენობა |
|
|
| სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის |
| კონკრეტული პროგრამის ფარგლებში |
| ამბულატორიული დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში |
| პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით |
| სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული საწოლების რაოდენობა (განყოფილების და/ან პროფილის მითითებით) |
| პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით |
| სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი |
| პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით |
| სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების მითითებით (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში -მშობიარობების რაოდენობები) |
| პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით |
| დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში | 1. დიაგნოსტიკური 2. სამკურნალო 3.პროფილაქტიკური | მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის მოდულის/მოდულების ფარგლებში |
“.
6. დანართი 2.2-ს (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. სამედიცინო დაწესებულებები ან ის დაწესებულებები, რომლებსაც დაემატა ახალი სერვისები და ამ დაწესებულებების ან ახალი სერვისების ამოქმედებიდან არ არის გასული 1 წელი, უნდა აკმაყოფილებდნენ მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს იმ ვადებზე გაანგარიშებით, რაც გასულია მათი ამოქმედებიდან (აღნიშნული არ ვრცელდება სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებზე). გამონაკლის შემთხვევებში საბჭო უფლებამოსილია, ისინი შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მხოლოდ საწოლების რაოდენობის, გათვალისწინებული/არსებული სერვისების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და აკადემიური/პედაგოგიური რესურსის გათვალისწინებით (ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებებს).“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პროგრამის ხელმძღვანელი: აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი (გარდა საექიმო სპეციალობისა – „საოჯახო მედიცინა“ – როგორც სრული, ასევე მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი პროგრამებისათვის), სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში არანაკლებ 5-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მოდულზე პასუხისმგებელი პირი: სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, არანაკლებ 2-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება (საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“ მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი პროგრამის შემთხვევაში, „საოჯახო მედიცინაში“/პირველად ჯანდაცვაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება) და მასწავლებელთა ტრეინინგ-პროგრამის გავლა. მოდულის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.“;
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. იმ შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე მოდული უნდა განხორციელდეს/ ხორციელდება ერთი კონკრეტული აკრედიტაციის მაძიებელი/აკრედიტებული დაწესებულების (აფილირებული დაწესებულების) მიერ სხვადასხვა საექიმო სპეციალობის პროგრამის ფარგლებში, დაწესებულების/სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი მოდულების განხორციელების წლიური გეგმა-გრაფიკი უნდა იძლეოდეს აღნიშნული მოდულის თითოეული საექიმო სპეციალობის ფარგლებში განხორციელების შესაძლებლობას (ვადებისა და არსებული და საძიებელი ლიმიტის/კვოტის გათვალისწინებით).“;
ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
„18. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „კლინიკური ტოქსიკოლოგია“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა იყოს განყოფილება/კლინიკა, რომელშიც ხორციელდება შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობა;
ბ) გატარებული პაციენტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 300 შემთხვევას წელიწადში.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები