დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 985 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220005, 20/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016098 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №985
2011 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილის
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები (გარდა კადეტთა სასურსათო იჯრისა, ნორმა №6) წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სასურსათო უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს და მათი გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-6 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ“ ქვეპუნქტებში, 63 და მე-7 პუნქტებში განსაზღვრული ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულების ფარგლებში.”
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 12 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მინისტრი ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები