საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5445-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220013, 20/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016517
  • Word
5445-IIს
09/12/2011
ვებგვერდი, 111220013, 20/12/2011
040000000.05.001.016517
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 514-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა

გამოსყიდვის ვადა არ შიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“.

2. 1190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1190. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან ვილის წარმოშობა დგინდება მშობთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით.

2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

5. ბავშვის მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება (წარედგინება) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ორგანოს ჩანაწერებში ბავშვის მამის თაობაზე მიეთითება შესაბამისი მონაცემი.

6. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა კანონით განსაზღვრული წესით ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას.

 7. პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს ამ მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე.

8. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართვეოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 დეკემბერი.

№5445-II