„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/2684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111221030, 22/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/2684
21/12/2011
ვებგვერდი, 111221030, 22/12/2011
310150000.22.024.016135
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (22/12/2011 - 23/12/2011)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2684

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის 1–1/2935 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2008წ., 177, მუხლი 1802) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „წესებში” მოცემული რეგულირება (გარდა 181 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დაპროექტების ნორმებთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ ავტოგასამართ სადგურებსა და ავტოგასამართ კომპლექსებზე, რომლებიც აშენებულია ან ფუნქციონირებენ „წესების” მიღებამდე.“

2. მე–18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 181. დამატებითი მოთხოვნები ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურების მიმართ

1. ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები (მათი მფლობელები) ვალდებულნი არიან აღნიშნული სადგურების შიდა და გარე პერიმეტრებზე დაამონტაჟონ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (ვიდეოკამერები).

2. შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას (სანომრე ნიშნის სიმბოლოს სიმაღლე არანაკლებ 15 პიქსელი).

3. გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს სულ მცირე ერთი ვიდეოკამერა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც განთავსებულია აღნიშნული სადგურები.

4. შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობას და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის (შემდგომში – ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამდებობის პირები. აღნიშნული მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის შედგენის შემთხვევაში.

6. შიდა და გარე პერიმეტრზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს/მახაისათებლებს:

ა) კამერა: გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA); ვიდეოკამერას უნდა გააჩნდეს RTSP (Real Time Streaming Protocol) ან ვიდეო გამოსახულების სურათებად (BMP, PNG, JPG) ჩვენების მხარდაჭერა;

ბ) განათება: აქტიური – ინფრაწითელი ან ხილული (შესაბამოსობაში უნდა მოდიოდეს ვიდეოკამერის ტექნიკურ პარამეტრებთან);

გ) ჩანაწერი: გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში;

დ) სერტიფიკატი: ფლობდეს ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს;

7. შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით. დღეღამის ნებისმიერ პერიოდში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული ჩანაწერები დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.

8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდემეთვალყურეობის სისტემით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა:

ა) უნდა უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე (შენობა-ნაგებობაში) უნდა განთავსდეს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირს, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში;

ბ) გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომის მეშვეობით უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქსელთან.

10. ავტოგასამართ სადგურზე შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). ავტოგასამართი სადგურის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.

11. ვიდეომეთვალყურეობის სისტემების უნდა დამონტაჟდეს იმგვარად, რომ დაცული იქნეს ამ აქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები.

 მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ავტოგასამართმა, აირგასამართმა და აირსავსებმა საკომპრესორო სადგურებმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (ვიდეოკამერები) უნდა დაამონტაჟონ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ივნისამდე.  

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ი. მატკავა