საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5452-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111222019, 22/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016529
  • Word
5452-IIს
09/12/2011
ვებგვერდი, 111222019, 22/12/2011
200000000.05.001.016529
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მო გებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.“.

2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა) და ტოტალიზატორის მომწყობი პირის შემოსავალი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში;“.

3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა) და ტოტალიზატორის მომწყობი პირის მოგება, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში;“.

4. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე ) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოს, ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას;“.

5. 168-ე მუხლის :

ა) მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“;

ბ) მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.“.

6. 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახ ადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 დეკემბერი.

№5452- II