„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1047
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223028, 23/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016076
  • Word
1047
23/12/2011
ვებგვერდი, 111223028, 23/12/2011
310150000.22.034.016076
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1047

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრsაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14 მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლის 182 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 183 და 184 პუნქტები:

183. სპეციალისტი სააგენტოს მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოII განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.

184. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორი სააგენტოს კუთვნილი ან მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომელშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები.“

2. მე-8 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

91. 2002 წელს და შემდგომ პერიოდში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ხორციელდება როგორც მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე, აგრეთვე საექსპერტო შემოწმებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ, რაზედაც ადგენენ შესაბამის დათვალიერების აქტს (ფორმა 1).“.

3. 81 მუხლის შემდეგ დაემატოს 82 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 82

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან მოთხოვნით უნდა დგინდებოდეს:

ა) დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ბ) დათვალიერებისათვის ან/და საექსპერტო შემოწმებისათვის განკუთვნილი თითოეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ბ.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ.ბ) გამოშვების წელი;

ბ.გ) სადგომის ზუსტი მისამართი;

ბ.დ) რაოდენობა თითოეულ სადგომზე, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები განთავსებული არიან სხვადასხვა სადგომზე.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მოთხოვნისა, სააგენტოს უფლება აქვს დამატებით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანპორტო საშუალების თანხმლები დოკუმენტების წარმოდგენა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, სასაქონლო დეკლარაცია და სხვ.)

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მისი მსუბუქი ავტომობილით გადადგილებას სააგენტოს სრუქტურული ერთეულის ტერიტორიიდან (ან უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიდან) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სადგომზე და უკან, აგრეთვე იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც შეიძლება დამატებით წარმოშვას აღნიშნული მომსახურების გაწევამ.

4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში სააგენტო განიხილავს მოთხოვნას. მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო დაინტერესებულ პირს ზეპირი ფორმით (მოთხოვნაში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით ან უშუალოდ, თუ დაინტერესებული პირი იმყოფება მოთხოვნის განმხილველ უფლებამოსილ პირთან) აცნობებს მომსახურების გაწევის თარიღსა და დროს, რომელიც არ უნდა სცილდებოდეს წერილობითი მოთხოვნის, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თანხმლები დოკუმენტების მიღების დღიდან რვა კალენდარულ დღეს. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნაში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გამოცხადებიდან და ფაქტობრივად შემოწმების/დათვალიერების დაწყებიდან 45 წუთს.

5. თუ სააგენტომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის განხილვის ხუთდღიან ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე, ან/და დაინტერესებულ პირს არ ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ეს ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების თაობაზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ პირი წერლობით მოითხოვს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმის დასაბუთებას, სააგენტო ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი.

6. სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა არ წარმოადგინა წერილობითი მოთხოვნა მომსახურების გაწევის თაობაზე, ან წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზაციის შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის გადაადგილებას;

გ) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

დ) დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნაში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს;

ე) არ არსებობს საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების სამართლებრივი საფუძველი;

ვ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე;

ზ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, მოთხოვნის მიმღები სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევის თაობაზე სხვა დაინტერესებული პირების მოთხოვნის სიმრავლის გამო მომსახურების გაწევა ვერ ხეხდება;

) დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტები;

ი)არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები;“

4. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) მოგირავნის განცხადების საფუძველზე, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია გირავნობა და:

ე.ა) გირავნობის გარიგება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას მესაკუთრისაგან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

ე.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო მოგირავნეს წარმოშობილი აქვს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება;

ე.გ) მოგირავნე ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციას.“.

5. 30-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4 კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, მოგირავნის მიერ, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ფიზიკური პირის კუთვნილი დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან თავის საკუთრებაში აღრიცხვისათვის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებამდე სავალდებულოა მისი პირველადი რეგისტრაცია მესაკუთრე ფიზიკური პირის სახელზე, ამასთან აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მოგირავნის მოთხოვნის საფუძველზეც, რეგისტრაციაში მესაკუთრე ფიზიკური პირის მონაწილეობისა და მისი თანხმობის გარეშე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი