„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1072
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228007, 28/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016079
  • Word
1072
28/12/2011
ვებგვერდი, 111228007, 28/12/2011
140130000.22.034.016079
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1072

2011 წლის 2 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველ ს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 (სსმ III, 04.03.2008წ., №33 მუხ. 362) ბრძანებით დამტკიცებულ წესი :

1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-18 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. ამ წესით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო თანამშრომელი უფლებამოსილია მიიღოს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი სავალდებულო თარგმანის გარეშე, თუ იგი შედგენილია მისთვის გასაგებ ენაზე, ან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი და მძღოლის მოწმობა შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“.

3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა და შეცვლის წესი

1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მფლობელ საქართველოს მოქალაქეს, უფლება აქვს:

 ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს მისი საქართველოში შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა;

ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე, შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.

 2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვ საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს:

 ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა;

ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე, შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.

3 . საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

გ) მძღოლის მოწმობის დასტური;

) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა , სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, თუ არსებობს ამ წესის 211-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

5. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამის კატეგორიას ან მინიჭებული კატეგორიებიდან ითვალისწინებს მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით მიღებაზე;

დ) დაინტერეს ბული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;

) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებისა და შეცვლის წესი

1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს , უფლება აქვს:

 ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს მისი საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა ;

ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.

2 . უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

) მძღოლის მოწმობის დასტური;

) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3 . უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობების შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამის კატეგორიას ან მინიჭებულ კატეგორიებიდან ითვალისწინებს მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლებ კატეგორიით მიღებაზე;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;

) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა , სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, თუ არსებობს ამ წესის 211  მუხლით განსაზღვრული გარემოება.

5. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი და წერილი საკონსულო დაწესებულები დან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით.

6. შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა უბრუნდება მფლობელს ახალ მოწმობასთან ერთად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი