„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228061, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.016541
  • Word
5565
20/12/2011
ვებგვერდი, 111228061, 28/12/2011
040150000.05.001.016541
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.“.

2. მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური – პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით);“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 31 პუნქტი:

„31. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგენტოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

ბ) მე-10 პუნქტი:

„10. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებ, მომსახურების ვადებ, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. 61 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. VI თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებ, მომსახურების ვადებ, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს და პირობებ.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5565-რს