დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5566 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228062, 28/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.04.001.016028 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) მე -40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5566-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები