დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 963 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 03/07/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.120.000.05.001.000.945 |
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ბ) მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წარდგინებით“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ზიანის ანაზღაურებისათვის მფლობელმა, დაზარალებულმა ან დაზარალებულის წარმომადგენელმა საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდში უნდა წარადგინოს ცნობები ზიანის მიყენების დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებიც განისაზღვრება ფონდის დებულებით. საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება ფონდის დებულებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივნისი.
№963_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები