დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 06/07/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.962 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12 1997) შეტანილ იქნეს სემდეგი ცვლილებები:
1. 169-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების აკუმულირება და განაწილება“;
ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული სახსრების განაწილების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.“.
2. 177-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 22 ივნისი.
№1007–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები