დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებ-ლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 891 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000000000000000 |
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 15) 25-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე:
ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. სხვა შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№891–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები