საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1088
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/10/2001
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.986
  • Word
1088
28/09/2001
სსმ, 29, 17/10/2001
200.000.000.05.001.000.986
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 184. სოციალური გადასახადი

სოციალური გადასახადი წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფორმირებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის აუცილებელ მიზნობრივ შენატანს, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ამ კარში დადგენილი განაკვეთების შესაბამისად იხდიან შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებულ გაცემულობათა თანხებზე, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე.“.

2. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში“ შეიცვალოს სიტყვებით „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად ცენტრალურ ბიუჯეტში, ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 28 სექტემბერი.

1088Iს