„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016313
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
35
30/01/2012
ვებგვერდი, 30/01/2012
200090000.22.033.016313
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/01/2012 - 21/02/2012)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №35

2012 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დანართი №II- 01 და №II-011 ამოღებულ იქნეს.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

     „მუხლი 251. სასაქონლო ზედნადები

1. სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

2.  ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე.

3.  ზედნადების ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებგვერდზე.

4.  ზედნადები გამყიდველის (გამგზავნის) მიერ ივსება შემდეგი წესით:

ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს;

 გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის (გამგზავნის) და მყიდველის (მიმღების) დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

 დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (როგორი სახით ხდება საქონლის მიწოდება):

 დ.ა) შიდა გადაზიდვა;

 დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით;

 დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე;

 დ.დ) დისტრიბუცია;

 დ.ე) უკან დაბრუნება.

 ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);

 ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე:

 ვ.ა) საავტომობილო;

 ვ.ბ) სარკინიგზო;

 ვ.გ) საავიაციო;

 ვ.დ) სხვა.

 ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა, ხოლო მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი. ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ - ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-9 – მე-12 სტრიქონები არ ივსება;

 თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის (გამგზავნის) ან მყიდველის (მიმღების) მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში;

 ი) ზედნადების ცხრილში იწერება:

 ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი;

 ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება;

 ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი;

 ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული;

 ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა;

 ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ს ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით);

 ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ს ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით);

 კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად);

 ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის (გამგზავნის) ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის (გამგზავნის) ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

 მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

 ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი);

 ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის (გამგზავნის) ან მყიდველის (მიმღების) მიერ გაკეთებული შენიშვნა;

 პ) მე-14 – მე-18 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის.

 5. შიდა გადაზიდვის შემთხვევაში, ზედნადების მე-5 სტრიქონში იწერება მე-4 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

 6. თუ ხორციელდება მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე, ზედნადების მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში მე-9-მე-12 სტრიქონები არ ივსება.

 7. დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი (გამგზავნი) ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტრიქონები.

 8. დისტრიბუციის სახით საქონლის მყიდველზე (მიმღებზე) ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ავსებს ზედნადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის ცხრილში შეიტანს მყიდველისთვის (მიმღებისათვის) მისაწოდებელი საქონლის მონაცემებს.

 9. სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისტრიბუტორის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში იწერება - ,,უკან დაბრუნება“, მე-7 სტრიქონში, უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-8 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი. ზედნადების ცხრილში იწერება უკან დაბრუნებული საქონლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

 10. თუ მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის (მიმღების) ან გამყიდველის (გამგზავნის) საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება.

 11.    საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 12. ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 13. ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.

 14. თუ ტექნიკური მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირება) შეუძლებელია ზედნადების ელექტრონულად შევსება, პირი აღნიშნულის შესახებ აცნობებს საგადასახადო ორგანოს (მოკლე ტექსტური შეტობინებით, ელექტრონული ფოსტით), რის შემდეგაც ხელით ავსებს ზედნადებს (დანართი № II-012). ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნომერი ზედნადებს მიენიჭება გამყიდველის (გამგზავნის) მიერ. ზედნადების ხელით შევსების შემთხვევაში, საქონლის მრავალსახეობისას ან სხვა მიზეზით, როდესაც ერთი ზედნადები არასაკმარისია, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი, რომლის პირველ სტრიქონში იწერება იმ ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. სასაქონლო ზედნადების დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო ზედნადების დანართში მოცემული სახით.“.

 5. 251 მუხლის შემდეგ დაემატოს დანართი №II-012 თანდართული რედაქციით.

  მუხლი 2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

                                                                                                                            . გვინდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №II-012