„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016314
  • Word
36
30/01/2012
ვებგვერდი, 30/01/2012
200090000.22.033.016314
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №36

2012 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 060111, 03.01.11.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლ:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის შემდეგი მომსახურებით:

ა) საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე გადასახადის გადამხდელის ინფორმირება და მისთვის კონსულტაციის გაწევა;

ბ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევა, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;

გ) გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

დ) გადასახადის გადამხდელისთვის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე საგადასახადო ორგანოს პოზიციის მიწოდება;

ე) საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის გაცნობა;

) გადასახადის გადამხდელის ინფორმირება კუთვნილი საგადასახადო შეღავათის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებების (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის ხელშეწყობა;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული (მათ შორის, რესტრუქტურიზირებული) საგადასახადო დავალიანების გადასახადის გადამხდელის მიერ დროული შესრულების მონიტორინგი;

თ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელების  მონიტორინგი;

ი) გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის გაკონტროლება;

კ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცედურის განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის წერილობითი შეკითხვების განხილვისა და  პასუხების გაცემის მონიტორინგი;

მ) საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და აქციზური მარკების მიღების ან/და რეგისტრაციის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გასატარებელი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

ო) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

პ) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურების  წარმართვის ხელშეწყობა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, პირადი საგადასახადო აგენტი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული, გადასახადის გადამხდელთა  მომსახურების  ცალკეული სახეები.“.

2.  93-ე 95-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა

1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური.

2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვების გაცემა დასტურდება №VI-01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06 დანართების ფორმის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემით.

3. ინფორმაცია გაცემული ნებართვის შესახებ შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

    მუხლი 94. სანებართვო მოწმობის ფორმების დამზადება და შენახვა

მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის ფორმების დამზადების და მათი შენახვის ორგანიზებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 95. სანებართვო მოწმობის გაცემა

1. სანებართვო მოწმობა გაიცემა შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. შემოსავლების სამსახურის მიერ სანებართვო მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

3. ნებართვის მფლობელზე მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობა გაიცემა  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

4. ნებართვის მფლობელის წარმომადგენელზე მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობა გაიცემა მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“.

3. 96-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური გასცემს დუბლიკატს.“.

4. 97-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

5. 98-ე მე-100 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო აპარატებისათვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო აპარატების დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში აღინიშნება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის განმსაზღვრელი შესაბამისი ინდექსი.

    მუხლი 99. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით.

2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატების ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა ხდება მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენა მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში.

5. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი საქმიანობას ანახლებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან  მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.

6. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი ნებართვას იღებს  საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად.

    მუხლი 100. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების აღრიცხვა

შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელზე გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების აღრიცხვა წარმოებს  ელექტრონულად.“.

6. დანართი №VI-08, №VI-09 და №VI-10 ამოღებულ იქნეს.

7. 101-ე  და 102-ე  მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. 103-ე  მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარეზერვო სათამაშო მაგიდების და სათამაშო აპარატების დალუქვა ხდება იმ ფორმით, რომელიც გამორიცხავს ლუქის დაზიანების გარეშე მათი გამოყენების (ექსპლუატაციის) შესაძლებლობას.

2. მოსაკრებლით დაბეგვრის უმოქმედო ობიექტს (სათამაშო მაგიდებსა და სათამაშო აპარატებს) ლუქავს შემოსავლების სამსახური შესაბამისი აქტის საფუძველზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათამაშო მაგიდა და სათამაშო აპარატი, რომელიც ითვლება სარეზერვოდ და არ არის დალუქული, გატანილი უნდა იქნეს სათამაშო დარბაზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ითვლება მოქმედად და მასზე გადახდილი უნდა იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არსებული წესის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 99-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 99-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე