,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016429
  • Word
78
02/02/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
120340000.08.002.016429
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №78

2012 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის 609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის 609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., 3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და XVI თავის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,ა.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოქმნილია 2012 წლის 1 იანვრამდე და არ არის გადახდილი ან გადახდევინებული იძულებითი აღსრულების წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ თავის მე-2 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის (გარდა დანაშაულით ან განზრახი მოქმედებით მიყენებული ზიანისა), სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი