„მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016313
  • Word
47/ნ
16/02/2012
ვებგვერდი, 22/02/2012
430210000.22.022.016313
„მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 47/ნ

2012 წლის 1 6 თებერვალი

ქ. თბილისი

მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წეს დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბ:

მუხლი 1. „მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 09/01/2012 , სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016272) მეორე პუნქტით დამტკიცებულ „მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესში’’ (დანართი №2) შევიდეს ცვლილება და დანართ №2-ით გათვალისწინებულმოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის’’ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. მოსწავლის პირადი საქმის საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემა

მოსწავლის პირადი საქმე ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ არქივს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.’’ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი      ა. სეფერთელაძე