„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016328
  • Word
58
21/02/2012
ვებგვერდი, 22/02/2012
230210000.22.033.016328
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №58

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 62 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი; “.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.“.

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;“;

ბ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით.“.

7. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირებისას.“.

8. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები

1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი  დანართი №IV-01-ის შესაბამისად.

2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი); 

ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 გ) გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (გადასახდელების გადახდის გადავადების შემთხვევის გარდა);

დ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში – გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” და ამავე  გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;

ვ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;

ზ) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:

ზ.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;

ზ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;

თ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,  დანართი №IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;

ი)  საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი №IV-03-ის  შესაბამისად;

კ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

9. ინსტრუქციას დაემატოს დანართები: №IV-01, №IV-02 და №IV-03 შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №IV-01

სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო ძირითადი დოკუმენტები

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

 

დოკუმენტის დასახელება

იმპორტი

საწყობი

რეექს პორტი

დროებითი შემოტანა

ექსპორტი

ტრანზი ტი

შიდა გადამუ შავება

გარე გადამუ შავება

საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:

 

  ა) ხელშეკრულება ან

  ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან

  გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი

 

შენიშვნა: საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის არარსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, დეკლარაციას უნდა დაერთოს საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა.

*

*

*

*

*

*

*

*

სატრანსპორტო დოკუმენტი:

 

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.

 

*

*

*

*

*

*

*

*

 

                                                                                                                                                                                                                                                     დანართი №IV-02

ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

 

დოკუმენტის დასახელება

იმპორტი

საწყობი

რეექს პორტი

დროებითი შემოტანა

ექსპორტი

ტრან ზიტი

შიდა გადამუ შავება

გარე გადამუ შავება

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

*

*

 

 

*

 

 

*

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია

 

 

 

 

*

 

 

*

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

 

*

 

 

 

*

 

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

*

*

 

*

 

 

*

 

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

*

*

 

*

 

 

*

 

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

 

*

*

 

*

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

 

*

*

 

*

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

*

*

*

*

*

 

 

 

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

*

*

*

 

*

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.)

 

 

*

*

 

 

*

 

 

საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.

*

*

 

*

*

 

 

 

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

 

*

*

 

*

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

*

 

 

 

*

 

 

*

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

*

*

 

 

 

 

 

 

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

 

 

 

 

*

 

 

*

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

 

*

 

 

 

 

 

 

სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და დროებითი შემოტანა გატანის ნებართვა.

*

*

*

*

*

*

*

*

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.

 

 

 

 

*

 

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.

*

*

*

*

 

 

 

 

შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.

*

 

 

*

*

 

 

 

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

*

*

 

 

 

 

 

 

ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი

*

*

*

*

სავალდე ბულო არ არის

*

*

სავალდე ბულო არ არის

ვეტერინარული სერტიფიკატი

*

*

*

*

სავალდე ბულო არ არის

*

*

სავალდე ბულო არ არის

სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

*

 

 

 

*

 

 

 

 

 

დანართი №IV-03

საგადასახადო შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

 

დოკუმენტის დასახელება

იმპორტი

საწყობი

რეექსპორ ტი

დროებითი შემოტანა

ექსპორტი

ტრან ზიტი

შიდა გადამუ შავება

გარე გადამუ შავება

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

*

 

 

 

 

 

 

 

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

*

 

 

 

 

 

 

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

*

 

 

 

 

 

 

 

კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

*

 

 

 

 

 

 

 

“.

10. 25-ე მუხლისმე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის კუთვნილი საქონლის ტრანზიტის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას.“ .

11. 28-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებით, საქონლის დათვალიერების გარეშე;

დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.“;

ბ) მე-7 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები.“.

1 2. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან  თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე; “;

ბ) მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;

ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–04);“.

13. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.“.

14. 321 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან:

 ბ.ა) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში;

ბ.ბ) როდესაც  საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა,ან/და გადასახდელების ოდენობა, დამატებით გადასახდელი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.“.

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.“.

16. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;“;

ა.ბ)  „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;

ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გამარტივებული დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში –ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.

17. 371 მუხლის:

ა) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას,  ელექტრონულად უნდა იქნეს წარდგენილი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

9. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსების დასრულებისას, დეკლარაციის შემვსები არეგისტრირებს დეკლარაციის შევსების ფაქტს სისტემაში და დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება რეგისტრაციის C ნომერი, რის შემდეგაც, დეკლარირებული საქონლის მონაცემების სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხკოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“.

18. 372 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-5 გრაფაში მიეთითება დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის შესაბამისად, აგრეთვე მიეთითება აღრიცხვის მოწმობის ნომერი ან/და ავიაზედნადების ნომერი;“.

19. დანართი №IX–03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „დანართი №IX–03

ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია

მე, ---------------------------------                            -----------------------------------

             (სახელი, გვარი)                                                          (პირადი ნომერი)

 

ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის

 

საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––

 

         

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება:

– შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით;

– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების 1-წლიანი შეზღუდვით.

 

ხელს ვაწერ -------------------

დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი

დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა.

იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: ---------------------------------

 

დღგ: ---------------------------------

                                  

სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------

 

გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: -------------------------------  .

 

20. 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);“.

21. 83-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11  პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ან/და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.“.

22. 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად,  ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.

23. 86-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად,  ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.

24. 92-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები.“;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 93-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“ .

25. 96-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                 პ . პეტრიაშვილი