„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016325
  • Word
59/ნ
07/03/2012
ვებგვერდი, 09/03/2012
430030000.22.022.016325
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 59/ნ

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 09.01.2007 3 მუხ. 22, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.780) შეტანილ იქნცვლილება და :

1. მე-3 მუხლ ს 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,11 . ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, გარდა ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტისა, უცხოური ენის კომპონენტი დაძლეულად ჩაეთვლება მხოლოდ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის ბ”, გ” და დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სერ იფიკატის წარდგენის შემდეგ.”.

2. მე-4 მუხლმე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,15. ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოური ენის კომპონენტის დაძლევა ხდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერ იფიკატი;

ბ) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა ინგლისური ენა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი სერ იფიკატი:

 

ტოიფელი (TOEFL PBT )

 

ტოიფელი (TOEFL IBT)

 

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS)

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(Cambridge Exam)

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 513 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 65 ქულა

ქულათა ოდენობა: არანაკლებ 5,5 ქულა

ცოდნის დონე: არანაკლებ FCE

 

 

გ) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა სხვა უცხოური ენა , გარდა ინგლისურისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი სერ იფიკატი:

 

ტოიფელი (TOEFL PBT )

 

ტოიფელი (TOEFL IBT)

 

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(IELTS)

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(Cambridge Exam)

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 437 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 41 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 4,0 ქულა

ცოდნის დონე: არანაკლებ PET

 

დ) ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სერტიფიკატების შესატყვის დონეზე უცხოური ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სტუდენტი უფლებამოსილია ჩააბაროს:

დ.ა) სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა;

დ.ბ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელსაც ამ საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება უდასტურდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით;

ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში სტუდენტს აუნაზღაურებს ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის პროპორციულად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტის მიერ ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის საფასურს აანაზღაურებს სრულად, მხოლოდ ერთხელ.”;

3. მე-5 მუხლ მე-4 და მე-5 პუნქტებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,4. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით არა უგვიანეს 201 3 წლის 1 იანვრისა .

5. დაევალოს ცენტრს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზება არა უგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა.”.

4 . მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ . შაშკინი