დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1358 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 26/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.030.04.001.001.054 |
საქართველოს ორგანული კანონი
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნას ხელს მოაწერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. პარლამენტის წევრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
იმპიჩმენტის წესით, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე წარდგინება დასკვნისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს საკითხის აღძვრიდან 30 დღის ვადაში.“.
3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“ და მე-3 პუნქტში სიტყვები „პარლამენტის თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით „წარდგინების ავტორი“, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვების „გადაყენების საკითხს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „წარდგინების სახით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1358–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები