დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016457 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №190
2012 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული� შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების� ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №42, მუხ. 478) შეტანილ იქნეს� ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების №12 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №12
საფრენი აპარატების რესურსები
|
№ |
საფრენი აპარატის დასახელება | საფრენი აპარატის რესურსები |
შენიშვნა | |||||
| პირველ კაპიტალურ რემონტამდე |
რემონტთაშორისი |
დანიშნული | ||||||
| საათი | წელი | საათი | წელი | საათი | წელი | |||
| 1. | სუ-25 ტიპის თვითმფრინავი | 800 | 8 | 700 | 8 | 2000 | 20 |
|
| 2. | ლ-39 ტიპის თვითმფრინავი | 1500 | 12 | 1500 | 12 | 4500 | 39 |
|
| 3. | ან-2 ტიპის თვითმფრინავი | 1500 | 3.5 | 1500 | 3.5 | 20000 | 20 |
|
| 4. | ან-28 ტიპის თვითმფრინავი | 3000 | 15 | - | - | 15000 | 30 |
|
| 5. | ЯК-40 ტიპის თვითმფრინავი | 6000 | 5 | 6000 | 6 | 32000 | 25 | შესაძლებელია რემონტთაშორისი რესურსის გაგრძელება 10000სთ/18წ |
| 6. | მი-24 ტიპის შვეულმფრენი | 1000 | 10 | 1000 | 7-8 | 4000 | 25 |
|
| 7. | მი-14 ტიპის შვეულმფრენი | 1000 | 8 | 1000 | 8 | 2500 | 32 |
|
| 8. | მი-8ტ ტიპის შვეულმფრენი | 2000 | 8 | 1500 | 8 | 26000 | 35 |
|
| 9. | მი-8 ამტ ტიპის შვეულმფრენი | 2000 | 9 | 1500 | 8 | 12000 | 30 |
|
| 10. | მი-8 მტვ ტიპის შვეულმფრენი | 2000 | 9 | 1500 | 8 | 12000 | 30 |
|
| 11. | მი-2 ტიპის შვეულმფრენი | 1500 | 9 | 1000 | 7 | 9000 | 34 |
|
| 12. | სხვა სახის საფრენი აპარატები |
ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით | ||||||
შენიშვნა:
1. ცხრილში მოცემულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავიაციის საფრენი აპარატების (თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების) რესურსები.
2. საფრენი აპარატების ძრავებისა და აგრეგატების რესურსი მითითებულია მათ პასპორტებში (ფორმულარებში), რომლებსაც ადგენს რემონტის ჩამტარებელი ან დამამზადებელი ქარხანა.
3. საფრენი აპარატების, აგრეთვე მათი აგრეგატების დადგენილი რემონტთაშორისი კალენდარული და საათობრივი რესურსების გაგრძელების უფლება აქვს ავიაციის მთავარ ინჟინერს, კონკრეტული საფრენი აპარატისა და მისი აგრეგატების ტექნიკური ინსპექტირებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, საექსპლუატაციო და სარემონტო ბიულეტენების მოთხოვნათა შესაბამისად.�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები