დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში” ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 15/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016037 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №3
2012 წლის 15 მარტი
ქ. ქუთაისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში” ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე , ვადგენთ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში” (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.”.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის საკითხის მომზადება;“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის წევრი: ზ. გაბელაია
მ. ნადირაძე
გ. შონია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები