„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016338
  • Word
87
20/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
200090000.22.033.016338
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №87

2012 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ”გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა

1. პირის, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში – გამარტივებული აღრიცხვის წესი) აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – აღრიცხვის წიგნი) №II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი საღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია.

2. აღრიცხვის წიგნის დასალუქად პირმა განცხადებით ( №II-03 დანართი) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

3. პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, ელუქება ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერთი აღრიცხვის წიგნზე მეტის დალუქვის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, აღრიცხვის წიგნების თითოეულ ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს მიერ კეთდება აღნიშვნა გადამხდელზე გაცემული აღრიცხვის წიგნების ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.

4. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს წიგნების დალუქვის რეესტრის წარმოებას გადამხდელების მიხედვით. დაუშვებელია სათანადო დასაბუთების და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გადამხდელთან საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი დალუქული წიგნის არსებობა.

5. პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ წესს, აღრიცხვის წიგნში ასახავს შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციას. ამასთან, დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება თანხების (შემოსავლის) მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში, ხოლო ხარჯები – ფაქტობრივი განაღდების მიხედვით. აღნიშნული პირობა არ ეხება ამორტიზირებად აქტივებს.

6. პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული ან/და აღარ აქვს უფლება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ აღრიცხვის წიგნში ბოლო ჩანაწერის შემდეგ კეთდება აღნიშვნა „ ოპერაციების შეტანა შეწყვეტილია” და მოწმდება ბეჭდით.

7. პირმა უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის სააღრიცხვო მაჩვენებლების მთლიანობა, უწყვეტობა და უტყუარობა, რაც აუცილებელია საგადასახადო ბაზის განსაზღვრისათვის.

8. პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე უნდა ჰქონდეთ თარგმანი ქართულ ენაზე.

9. აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი. ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) და საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

10. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს წიგნების ერთჯერადი ლუქებით დალუქვა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ლუქების შეძენა.

11. წიგნის წარმოება, დადგენილ შემთხვევებში, გადამხდელს არ ათავისუფლებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან.

12. წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესწორების თარიღის მითითებით.

13. აღრიცხვის წიგნის სვეტებში აისახება:

ა) პირველ სვეტში – რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი;

ბ) მე-2 სვეტში – მიღებული შეკვეთა ან პირველადი დოკუმენტის დასახელება (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაცია. ამასთან, მიღებული შეკვეთა ან მიღებული (შეძენილი) საქონელი წიგნში ფიქსირდება დაუყოვნებლივ, მიუხედავად მისი შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება შენიშვნის გრაფაში;

გ) მე-3 სვეტში – თავისუფალი ტექსტით მიეთითება სამეურნეო ოპერაციის (მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი;

დ) მე-4 სვეტში – საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას საგადასახადო ორგანოსთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდგომ, უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით;

ე) მე-5 სვეტში – საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.

14. აღრიცხვის წიგნში შეიტანება ძირითადი საშუალებების შეძენის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების) ოდენობა განისაზღვრება ამორტიზირებადი აქტივებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

15. კალენდარული წლის ბოლო დღეს წიგნი იხურება და მასში დაფიქსირებული შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).

16. გადამხდელებმა გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის შემთხვევაში, უნდა დაიცვან შემდეგი წესები:

ა) ყველა შეკვეთა, რომლებიც გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის მომენტისათვის არ არის დასრულებული ექვემდებარება წიგნში ასახვას;

ბ) აღრიცხვის წიგნში ასახავს ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის გამარტივებულ წესზე გადასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული თანხები მიღებულია გამარტივებულ წესზე გადასვლამდე მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე).

17. წიგნის შენახვის ვადა 6 წელია.“.

2. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში.“.

 3. 53-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მიწოდების – პირველადი ოპერაციის და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქონლის მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ერთი საფ-ი. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევისა, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების საქონლის მიწოდება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. ამასთან, საფ-ის მე-7 და მე-8 სტრიქონები არ ივსება.“.

4. 55-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცხრილის შესაბამის სვეტებში – მონაცემები მიწოდებული საქონლის (მომსახურების) რაოდენობის, კომპენსაციის და გადასახადის (დღგ, აქციზი) თანხის შესახებ, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა, აისახება ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. ელექტრონული ფორმის საფ-ში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის მრავალსახეობის დროს, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერისა, გამოიყენება საფ-ის დანართი. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.“.

5. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აი“, ელექტრონული ფორმის ნსაფ–ისთვის – „ეი“, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „ აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა“.“.

 6. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნსაფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.“.

 

 

7. 621 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (შემდგომში ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), მათ შორის ელექტრონული ფორმის შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები.“.

8. 622  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა), რომლითაც ხორციელდება ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია), გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია) შემთხვევისა, ან რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.“.

9. 626 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა პირის მიერ გამოიწერება 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება გამყიდველს (მიმწოდებელს). პირი ვალდებულია ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაცემისას შეავსოს მისი ფორმით (დანართი №III1-1) გათვალისწინებული რეკვიზიტები დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის შევსება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გრაფა ,,2”- ში მიეთითება მოქმედების განხორციელების რიცხვი ციფრებით, მოქმედების განხორციელების თვე სიტყვიერად, ხოლო წელი ციფრებით;

ბ) გრაფა ,,3”-ში მიეთითება ამ ინსტრუქციის 624 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები:

ბ.ა) თვითმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების პირველადი გასხვისების ან/და ტრანსპორტირების შემთხვევაში – თვითმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეებზე გაცემული შესაბამისი საქონლის ადგილწარმოშობის ცნობა, ნომერი, გაცემის თარიღი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი. სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების პირველადი გასხვისების ან/და ტრანსპორტირების შემთხვევაში – მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი;

ბ.ბ) ხე-ტყის პირველადი გასხვისების შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი;

ბ.გ) ხე-მცენარეებისა და ხე-ტყის (გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა) მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში – შესაბამისი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თარიღი და ნომერი ან/და სპეციალური ფირნიშის ნომერ(ებ)ი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მარკირებას დაუქვემდებარებელი ხე-ტყის მიწოდებისას – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტ(ებ)ის ნომერი და გაცემის თარიღი;

ბ.დ) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში – შესაბამისი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, გამოწერის თარიღი ან/და მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერ(ებ)ი;

ბ.ე) ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;

ბ.ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ნომერი და მიღების თარიღი;

ბ.ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის გასხვისების შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები და მისი რეკვიზიტები; ხოლო მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და მისი მარკირების სპეციალური ფირნიშის ნომერი;

გ) გრაფა ,,4”-ში მიეთითება გამყიდველის დასახელება, ხოლო თუ იგი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;

დ) გრაფა ,,5”- ში მიეთითება გამყიდველის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ე) გრაფა ,,6”-ში მიეთითება მყიდველის დასახელება, ხოლო თუ იგი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;

ვ) გრაფა ,,7”-ში მიეთითება მყიდველის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ზ) გრაფა ,,8”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების ადგილი, მისამართი – (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ქუჩა, ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) გრაფა ,,9”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი, მისამართი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ქუჩა, ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) გრაფა ,,10”-ში მიეთითება ტვირთის გადამზიდველის დასახელება/გვარი და სახელი;

კ) გრაფა ,,11”-ში მიეთითება გადამზიდველის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ლ) გრაფა „12“-ში მიეთითება მძღოლის გვარი და სახელი;

მ) გრაფა „13“-ში მიეთითება მძღოლის პირადი ნომერი;

ნ) გრაფა ,,14”-ში მიეთითება ტრანსპორტის სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა);

ო) გრაფა ,,15”-ში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (ვაგონის ნომერი);

პ) გრაფა ,,16”-ში მიეთითება კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურის რეკვიზიტები;

ჟ) გრაფა ,,17”-ში მიეთითება მონაცემები ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ:

ჟ.ა) პირველ სვეტში მარკირებას დაუქვემდებარებული ხე-ტყის შემთხვევაში მიეთითება – „ხე-ტყე“, ხოლო მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში სპეციალური ფირნიშის ნომრები. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – მისი სორტიმენტების შესახებ (ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა);

ჟ.ბ) მეორე სვეტში მიეთითება ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახეობა (ჯიში);

ჟ.გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა მ3-ში არაბული ციფრებით;

ჟ.დ) მეოთხე სვეტში მიეთითება საქონლის მთლიანი ღირებულება დღგ-ის ჩათვლით;

ჟ.ე) მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის დღგ-ის თანხა (თუ გამომწერი არ არის დღგ-ის გადამხდელი, სვეტში მიეთითება ტირე „–“);

ჟ.ვ) მეექვსე, მეშვიდე და მერვე სვეტებში აისახება ტვირთის მოცულობის, ღირებულებისა და დღგ-ის თანხის ჯამი (თუ გამომწერი არ არის დღგ-ის გადამხდელი, მე-8 სვეტში მიეთითება ტირე „–“).

რ) გრაფა ,,18”-ში მიეთითება მე-17 გრაფის პირველ სვეტში მითითებული ფირნიშების რაოდენობა;

ს) გრაფა ,,19”-ში მიეთითება გამყიდველის ხელმოწერა და ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ტ) გრაფა ,,20”-ში მიეთითება მყიდველის ხელმოწერა და ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

უ) გრაფა ,,21”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების დრო.“.

10. 627 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ–ის გადამხდელად და ახორციელებს 623 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს, ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ საგადასახადო ორგანოს ყოველი თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა წარუდგენს ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრს (დანართი №III1-3), ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი (დანართი №III1-4).“.

11. დანართები №III1-1, №III1-2 და №III1-3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

„დანართი №III1-1

ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

 

 

სერია ხტ N 000 000 000

2

 

 

201__წ.

(რიცხვი, თვე - სიტყვიერად, წელი)

3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------

 ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის (შეძენის, იმპორტის) დოკუმენტის სახე, გაცემის თარიღი და ნომერი,

------------------------------------------------------------------------------------------------------------

 კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში - მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომრები

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. ----------------------------------                                                5. ---------------------------------------

 გამყიდველის დასახელება ან გვარი და სახელი                                                                                                              საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

6. ---------------------------------------                             7. ----------------------------------------

 მყიდველის დასახელება ან გვარი და სახელი                                                                                                                  საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

8. ----------------------------------------                           9. -----------------------------------------

 ტრანსპორტირების დაწყების ადგილი, მისამართი                                                                                                        ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი, მისამართი

10. ---------------------------------------                           11. ----------------------------------------

 ტვირთის გადამზიდველის დასახელება/გვარი და სახელი                                                                                       საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

12. ---------------------------------------                           13. ----------------------------------------

 მძღოლის გვარი და სახელი                                                                                                                                                                              პირადი ნომერი

14. ---------------------------------------                           15. ------------------------------------------

 ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო/სარკინიგზო/სხვა)                                                             სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (ვაგონის ნომერი)

16.----------------------------------------------------------------------

 კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურის რეკვიზიტები

17. მონაცემები ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ

I

II

III

IV

V

 

 

1

 

ხე-ტყე, ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება

სახეობა (ჯიში)

 

რაოდენობა

(3)

საქონლის ფასი დღგ-ის ჩათვლით

დღგ-ის თანხა

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

VI

 

VII

 

VIII

 

18. ----------------------------

                ფირნიშების რაოდენობა                                                                                                                     

19. ჩააბარა _______________ 20. მიიო _______________ 21. --------- სთ ---------წთ

                                          (გამყიდველის ხელმოწერა)                                      (მყიდველის ხელმოწერა) (ტრანსპორტირების დაწყების დრო)

 

         

 ბ.ა.                                ბ.ა.

 

შენიშვნა: ) პირველი ეგზემპლარები გადაეცემა მყიდველს, მეორე ეგზემპლარები რჩება გამყიდველს;

 ) მე-19 და მე-20 პუნქტებში მითითებულ ადგილებზე ბეჭდის გამოყენება სავალდებულოა მათი არსებობის შემთხვევაში;

 ) დადგენილ შემთხვევებში დოკუმენტში შეუვსებელი გრაფა აღინიშნება X-ით.

დამკვეთი:

 დამამზადებელი:

სფს–ს რეგისტრაციის

ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი

1

 ნომერი

 

2

 

 

201__წ.

 

                                                                                                               (რიცხვი, თვე სიტყვიერად, წელი)

3.----------------------------------------------------------------------------------------------------------                                           ხე-ტყის ან   მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის (შეძენის, იმპორტის) დოკუმენტის სახე, გაცემის თარიღი და ნომერი,

-------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში  მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომრები

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. მონაცემები ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ

I

II

III

IV

V

 

 

1

 

ხე-ტყე, ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება

სახეობა (ჯიში)

 

რაოდე-ნობა

(3)

საქონლის ფასი დღგ-ის ჩათვლით

 

დღგ-ის თანხა

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

VI

 

VII

 

VIII

 

 5. ჩააბარა _______________       6. მიიღო ______________

 (გამყიდველის ხელმოწერა)                    (მყიდველის ხელმოწერა)

         

 ბ.ა.                                ბ.ა.

 

დანართი №III1-2

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                               (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს დასახელება)

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

 

ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებაზე

 

 1.პირის დასახელება/ სახელი და გვარი _____________________________________________

 

 2. პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი _______________________________________

 

 3. __________________________________________________________________________________

                                                                                       (პირის იურიდიული მისამართი)

4. იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის მოპოვებას ან/და ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენას (მიღებას):

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

5. მოთხოვნილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების რაოდენობა –––––––– ცალი.

 

ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია

პირის ხელმოწერა ------------------------

 

რიცხვი, თვე, წელი -------------------------

 

დანართი №III1-3

ხე-ტყის და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი

 

წარდგენის წელი და თვე ––––––––––––––––––

პირველადი ––––––––––––––––––

დაზუსტებული –––––––––––––––––

გადასახადის გადამხდელის დასახელება ––––––––––––––––––

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი ––––––––––––––––––

ნაწილი I

გასხვისებულ ხე-ტყეზე ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტზე გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

ხე-ტყის საგადასახადო ანგარი-ფაქტურა

მყიდველის ს/ნ ან პ/ ნ

ხე-ტყე (ჯიში), ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება და სახეობა (ჯიში)

რაოდენობა (მ3)

საქონლის ღირებულება

სერია

 N

თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი II

შეძენილ ხე-ტყეზე ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტზე გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

 

ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

გამყიდველის ს/ნ ან პ/ ნ

ხე-ტყე (ჯიში), ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება და სახეობა (ჯიში)

რაოდენობა (მ3)

საქონლის ღირებულება

დღგ–ის ჩათვლით

 

 

 

დღგ–ის თანხა

სერია

 N

თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“.

 

11. ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დანართი №III1-3-ის შემდეგ დაემატოს დანართი №III1-4

„დანართი №III1-4

ხე-ტყის და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი

წარდგენის წელი და თვე ––––––––––––––––––

პირველადი ––––––––––––––––––

დაზუსტებული –––––––––––––––––

დღგ–ის გადამხდელის დასახელება ––––––––––––––––––

დღგ–ის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი ––––––––––––––––––

ნაწილი I

გასხვისებულ ხე-ტყეზე ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტზე გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

მყიდველის ს/ნ ან პ/ ნ

ხე-ტყე (ჯიში), ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება და სახეობა (ჯიში)

რაოდენობა (მ3)

საქონლის ღირებულება

დღგ-ის ჩათვლით

 

 

 

დღგ-ის თანხა

სერია

 N

თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი II

შეძენილ ხე-ტყეზე ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტზე გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

გამყიდველის ს/ნ ან პ/ ნ

ხე-ტყე (ჯიში), ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება და სახეობა (ჯიში)

რაოდენობა (მ3)

საქონლის ღირებულება

დღგ-ის ჩათვლით

 

 

 

დღგ-ის თანხა

სერია

 

თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“.

მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაბეჭდილი და გამოუყენებელი ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ძველი ფორმები ინარჩუნებენ ძალას, მათ სრულ გახარჯვამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი